შიდა რაგბი

14:19 | 28.01.2020 | ნანახია 1478 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, 2020 წლის 30 იანვრის ნაცვლად, 24 თებერვალს გაიმართება.

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დიმიტრი კალანდაძის განცხადებით, არჩევნების ვადის გადაწევის თხოვნით მათ ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა:

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის – ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის განცხადება შემოვიდა. გამგეობის სხდომა გუშინ ჩატარდა და იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ, წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება“.

ბრიფინგს ესწრებოდა რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი და გამგეობის წევრია. ის არჩევნების ვადის გადაწევის ინიციატივით გამოვიდა და დამატებითი განმარტება გააკეთა:

„ხურციძეს დოკუმენტების გაცნობა, ხოლო აბუსერიძეს საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად წარმართვა სურდა და ამისათვის დრო არ ეყოთ. გამგეობის წევრთა ნაწილი არჩევნების გადატანას არ ემხრობოდა. მათ მივმართე თხოვნით, რომ განცხადება დაკმაყოფილებულიყო, რათა გავაქარწყლოთ ჭორები, თითქოს რაგბის სამყაროში განხეთქილებაა. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, ასე იქნება მომავალშიც და თუ ამ პერიოდში მეტი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, ჩვენ ამისათვის მუდამ მზად ვართ“.

სვანიძეს კითხეს, ხომ არ ფიქრობს ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, რაზეც უპასუხა, რომ მსგავსი რამ დღის წესრიგში არ დგას. მან კომენტარი გააკეთა ვეტერანი მორაგბეების, ზურაბ დუგლაძისა და სანდრო საკანდელიძეს განცხადებაზეც, რომელიც ფინანსური რესურსების გადახარჯვასთან დაკავშირებით გაკეთდა:

„ნაკრებთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმებით და მათი საგარანტიო წერილით, ბანკიდან ავიღეთ სესხი. მე ამ ბიჭებს დიდ პატივს ვცემ და მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ კავშირში და თავად გაეცნონ ყველანაირ ფინანსურ დოკუმენტს. საკანდელიძე ამ სფეროში მართლაც ძლიერი სპეციალისტია და თავის დროზე მას უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შევთავაზე, რაზეც მან უარი განაცხადა. სამწუხაროდ იკვეთება ადამიანების კატეგორია, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდებიან. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და მითქმა-მოთქმებს სჯობს ყველა დაინტერესებული მხარე მოვიდეს და პირადად გაეცნოს დოკუმენტებს“.

RUGBY.GE


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:08 | 29.01.2020
NIKA..01 (335)

კი მაგრამ ახალი მწვრთნელის შერჩევა და კონტრაქტის გაფორმება როდის მოხდება?

18:11 | 28.01.2020
გუგა80 (177)

0.078854