ბორჯღალოსნები

19:30 | 23.01.2020 | ნანახია 1455 - ჯერ

20-წლამდელები | წლის პირველი შეკრება

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 16 -22 იანვარს წლის პირველი შეკრება გაიარეს.

წლის პირველ, ერთკვირიან შეკრებაზე მხოლოდ ის მორაგბეები არიან, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ. ბიჭებს დატვირთული მოსამზადებელი ეტაპი აქვთ, ფიზმომზადებისა და ბურთით ვარჯიშის მონაცვლეობით. შეკრების ბოლო დღეს 20-წლამდელები საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშნენ, რომელიც თავის მხრივ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

გუნდს მომდევნო, 3-დღიანი შეკრება 13-16 თებერვალს ექნება, 21-ში კი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც ბოლო ორი წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთთან, 26 თებერვალს და 1 მარტს ორი საკონტროლო შეხვედრა ექნება.

შეგახსენებთ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამეადგილოსან სამხრეთ აფრიკასთან, დეკემბრის დასაწყისში თბილისში ორი საკონტროლო მატჩი გამართეს და ორივე ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში დათმეს.

2020 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. საქართველო „ბ“ ჯგუფში ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებთან ითამაშებს. უმცროსი ბორჯღალოსნები 12-გუნდა ელიტაში 2016 წელს აღზევდნენ და ტურნირში ზედიზედ მეხუთე წელია თამაშობენ.

შეკრებაზე იყვნენ

შერკინება

პირველი ხაზი: ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), მამუკა მსტოიანი (აკადემია, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები, 3); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი, 4-5), გიორგი სინაურიძე (აია, 4-5), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 4-5), რობი ნერსეზაშვილი (ლელო-სარასენსი, 4-5); ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი, 6-7), საბა კურტანიძე (ხვამლი, 6-7), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი, 6-7), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები, 6-7), ლუკა კოხია (არმაზი, 6-7);

ხაზი

გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი, 9), გუგა მარგველაშვილი (აია, 9), ლუკა მატკავა (არმაზი, 9-10); სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), სერგი ჩხაიძე (იუნკერები, 10), ნიკა ცინცაძე (ხვამლი, 10), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი, 10); ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12), გივი ცინცაძე (არმაზი, 12), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, 13), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13); თემურ კოხოძე (აია, 11), ზურაბ ქავთარაძე (ხარები, 11), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 14), ბაქარ ზედგინიძე (ხარები, 14), დავით გობეჯიშვილი (აია,15), ზურა ქობელაშვილი (ხვამლი, 15).

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:00 | 24.01.2020
krasni (587)

თქვენი დიდი იმედი გვაქვს.

0.108769