საერთაშორისო

19:20 | 16.01.2020 | ნანახია 1834 - ჯერ

საქართველო XV | შემადგენლობა პირველი მატჩისთვის

18 იანვარს, დილის 4 საათზე (არგენტინის დროით 17 იანვარს 21 საათზე) საქართველო XV, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ‘ხაგუარესთან’ 2-მატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს.

არგენტინელები სუპერ რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც 1 თებერვალს იწყება და გენერალურ რეპეტიციას დიდი 10-ის ნაკრებთან გაივლიან.

საქართველო XV-მა დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ორი ერთკვირიანი შეკრება გაიარა, არგენტინაში კი 12 იანვარს გამთენიისას გაემგზავრა.

‘ხაგუარესთან’ სერიის პირველი მატჩი მარ-დელ-პლატაში გაიმართება და ადგილობრივი დროით 17 იანვარს, 21 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ არგენტინული ფრანჩაიზი დედაქალაქს მიღმა პირველად თამაშობს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, ‘ხაგუარესთან’ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა უკვე შეარჩია. დამწყებთა შორის ექვსი მორაგბე საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმიდანაა’, 3-3 მოთამაშეა გორის ‘ჯიქიდან’ და ქუთაისის ‘აიადან’, ორი მოთამაშეა ვიცე-ჩემპიონ რუსთავის ‘ხარებიდან’, ხოლო ერთი მარნეულის ‘არმაზიდან’.

რადგან თამაში მოსამზადებელ ხასიათს ატარებს, მხარეთა შეთანხმებით თითოეული გუნდის განაცხადში 29-29 მორაგბე იქნება, შეცვლების ლიმიტის გარეშე.

საქართველო XV ‘ხაგუარესთან’ სერიის მეორე მატჩს ბუენოს აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.

საქართველო XV ხაგუარესის წინააღმდეგ, სერიის პირველი მატჩი

ხაზი | ბექები: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 13. გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ნიკა გიგაური (არმაზი), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები);

შერკინება | ფორვარდები: 1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (კაპიტანი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. სანდრო ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (აია), 7. დაჩი კოპაძე (ჯიქი), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 17. ბექა გვარამია (აკადემია), 18. ნიკა პატარაია (ბუქარესტის ‘დინამო’, რუმინეთი), 19. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 20. გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები); 21. კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 23. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია); 24. რევაზ წიკლაური (აია), 25. თორნიკე ზოიძე (აკადემია), 26. არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), 27. გიორგი ჭუაძე (აკადემია), 28. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 29. თორნიკე კიკნაძე (ჯიქი).

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095036