ბორჯღალოსნები

15:23 | 15.01.2020 | ნანახია 5206 - ჯერ

"ბორჯღალოსნებს" დე ბრუინი უთავკაცებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სვის დე ბრუინი გაწვრთნის. „პირველი არხის“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძე გაიმარჯვებს, „ბორჯღალოსნებს“ სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

59 წლის სპეციალისტს აქამდე „შარკსის“, „ვაილდბისთზის“, „გრივქაზის“ და „ლაიონზის“ რიგებში უმუშავია. ბოლოს კი, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტად მუშაობდა.

სვანიძის გამარჯვების შემთხვევაში, დე ბრუინი საქართველოს ნაკრების თავკაცი მაისიდან გახდება. შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნებს“ 2011 წლიდან მილტონ ჰეიგი ავარჯიშებდა, მაგრამ ახალ ზელანდიელმა მსოფლიო თასის შემდეგ საქართველო დატოვა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:33 | 17.01.2020
ოვალური კორბენი (276)

ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი ა ს
ნებისმიერი საიტი იმისთვისაა, რომ მომხმარებელი ჰყავდეს. ჰოდა იქნებ გვითხრათ, როდემდე იქნება ეს ხარვეზი და როდის შევძლებთ კომენტარების გაკეთებას სპორტის სხვა სახეობებში.
ერთი პატარა ინფო რომ დაგედოთ, არაფერი დაშავდებოდა.

22:20 | 16.01.2020
sport..»farther more rugby (86)

როგორც ჩანს იქეთ ყველა ბლოკადაშია ;d

15:18 | 16.01.2020
ოვალური კორბენი (276)

რაგბის განყოფილებაში ყველაფერი გამართულია და დანარჩენ "ვორლდსპორტ.ჯი"-ს რა დაემართა, შეეყარა სეზონური ვირუსი ?
რაც შეეხება მწვრთნელს. თუ ამ დე ბრუინს მხოლოდ სვანიძის გაპრეზიდენტების ხათრით გვინიშნავენ, ნაღდად არ მინდა.
მომბეზრდა მაგ არაკომპეტენტური ბიძას ღაბაბის ყურება

14:00 | 16.01.2020
თორღვა პანკელი (387)

ძალიან გავს სვანიძე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ნოდარ ახალკაც უმცროსს, რაც თანამდებობაზე იყო სულ ჩა-ვა ყველაფერში, მაგრამ თანამდებობას ცოცხალი თავით არ თმობდა, ესეც ისეა.

12:30 | 16.01.2020
krasni (587)

და თუ სვანიძე არ იქნა პრეზიდენტი, მაშინ არ უთავკაცებს?

22:22 | 15.01.2020
test (124)

ძალიან კარგი მწვრთნელია.. მიუხედავად იმისა ვინ იქნეჰა პრეზიდენტი, ხურციძეც მომხრეა სამხ. აფრიკელი მწვრთნელის და არამგონია ასეთი დონის მწვრთნელზე უარი თქვას...

20:05 | 15.01.2020
dinamo222 (692)

სვანიძემ არ უნდა გაიმარჯვოს ! რაც ეგ მოვიდა სულ უკან წავიდა ქართული რაგბის საქმეები @@

18:26 | 15.01.2020
jikha (22)

ადმინ, ვორლდსპორტზე რატომ დამბლოკე, რა მოგელანდა?!

0.108123