საფრანგეთი ტოპ-14

12:20 | 14.02.2016 | ნანახია 1449 - ჯერ

ნატრიაშვილი - „ტულონის“ ჯოკერი

ქართველი ვეტერანი კვაჭი იური ნატრიაშვილი ფრანგულ გრანდ „ტულონში“ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდა.

32 წლის მორაგბემ მიმდინარე სეზონი „კლერმონში“, სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაიწყო, მაგრამ ხელშეკრულებას ვადა ნოემბერში გაუვიდა. მას შემდეგ ის ტულონში იყო და როდესაც ირლანდიელმა ვეტერანმა პოლ ოკონელმა ტრავმის გამო რაგბის თამაშს ისე დაანება, რომ „ტულონში“ თამაშის ჩატარებაც ვერ შეძლო, ის ჩემპიონთა თასის მფლობელ გუნდს ასევე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა.

ნატრიაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „ბორდოსთან“ დღეს გასამართი მატჩისთვის ემზადება. მომავალი შეხვედრისთვის ემზადებიან ჩილაჩავა და მიქაუტაძე, ხოლო გორგოძეს ცხვირი აქვს გატეხილი და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ „ტულონშია“ ახალგაზრდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი სამხრეთაფრიკულ „შარქსთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც შეცვლაზე 8 წუთი ითამაშა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099663