ამბები

0:22 | 6.06.2014 | ნანახია 2276 - ჯერ

“მზარდი საქართველო” დღეს ღია ვარჯიშს გამართავს

 

4 ივნისს გამართული მატჩის შემდეგ, “მზარდ საქართველოსა” და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს გუშინ განტვირთვის დღე ჰქონდათ, დღეიდან კი გუნდები 8 ივნისის მატჩისათვის მზადებას შეუდგებიან.

6 ივნისს მზარდი საქართველოს ნაკრები, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიში 17:00 საათზე დაიწყება, რომელზე დასწრებაც ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის შეუზღუდავია.

გუშინ, ინგლისის საგრაფოთა ნაკრების მოთამაშეები, კიკეთში იაკობ გოგებაშვილის სკოლის რაგბის კლუბ “იუნკერებს” ესტუმრნენ, სადაც კლუბის 15 და 16 წლის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშეს. სახალისო ვარჯიშის შემდეგ ინგლისელები და იუნკერები ორ შერეულ გუნდად გაიყვნენ და “თაჩ-რაგბი” ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა “მზარდ საქართველოსა” და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებს შორის 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება რაგბის კავშირსა და რუსთავის სტადიონზე. 7 და 8 ივნისს ბილეთები მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087307