Pro D2-ში მოასპარეზე ფრანგული „ანგულემის“ დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ შალვა სუთიაშვილი დაასახელეს. 36 წლის მორაგბემ აღნიშნული აღიარება სოციალურ ქსელში გამოკითხული ქომაგების წყალობით მოიპოვა.
ჩვენებურმა გამოკითხვაში პიერ ლაფიტეს და ოლე ავეის აჯობა. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის მეორე ლიგაში ქართველმა მორკინალმა გასულ თვეში 3 მატჩი ჩაატარა და 1 ლელოს დადება შეძლო.
„ანგულემს“ კი 15 ტურის შემდგომ 37 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შალვა საიმედო კაცია ! ! !