ლეგიონერები

3:25 | 9.01.2020 | ნანახია 1691 - ჯერ

ოფიციალურად: შალვა სუთიაშვილმა "ანგულემთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ქართველი მორაგბე შალვა სუთიაშვილი „ანგულემში“ რჩება. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ მოთამაშესთან კონტრაქტი გახანგრძლივდა და კლუბში 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

სუთიაშვილი Pro D2-ის ბინადარი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ცოტა ხნის წინ გულშემატკივართა რჩეული გახდა - დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

35 წლის ქართველი მესამე ხაზელი „ანგულემში“ 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო იქამდე შვიდი სეზონის განმავლობაში „მასის“ ღირსებას იცავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:11 | 10.01.2020
პანტელეიმონი (1218)

+1

0.086897