ბორჯღალოსნები

21:10 | 19.12.2019 | ნანახია 5070 - ჯერ

საქართველოს ფრანჩაიზი სამხრეთ აფრიკულ "ქარრის თასზე" ითამაშებს

შეპირებისამებრ, რაგბის გულშემატკივრებს გვსურს ვაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:

2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთანამშრომლობის 11 წლიან ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს:

  • 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში – ქარრის თასში (Currie Cup)
  • შედგება მჭიდრო ურთიერთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთი აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;
  • ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდება სამხრეთი აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: 15წ, 17წ, 18წ, 20წ) რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე თამაშებს;
  • სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისტებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი თრეინინგები;
  • ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულსა და სამხრეთ აფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე საქართველოში;

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირის (სარუ, SARU) პრეზიდენტმა მარკ ალეკსანდერმა და საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

გვინდა მივულოცოთ ქართველ მორაგბეებს, სპეციალისტებსა და ქომაგებს ეს დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის უფრო სწრაფ განვითარებას.

RUGBY.GE


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:46 | 24.12.2019
პანტელეიმონი (1218)

არ შეიძლება გოჩა სვანიძის, ამ ქოცური ფსიქოლოგიის კოლაბორაციონისტის და შეზღუდული ხედვის პერსონის დატოვება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ! ! !

13:49 | 23.12.2019
NIKA..01 (335)

რა კონტინენტალური ლიგა?ამათ თავი შიგნიდან ხო არ ექავებათ?რა ჯანდაბად გვჭირდება ოკუპანტ ს...ებთან თამაში?ღორისტანულ კლუბებთან თამაშით უნდა მივაღწიოთ 6 ერის დონეს?ასე ფიქრობენ?თუნდაც 6 ერის მონაწილე იყოს მაინც არ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან,რადგან დედა მ...ული ოკუპანტები არიან და მითუმეტეს როცა სპორტული სარგებელიც კი ვერ გვექნება,რატომ უნდა ვითამაშოთ?არაფერი შეგეშალოთ რაგბის კავშირში .....

13:06 | 23.12.2019
test (124)

ისე უკაცრავად ვიქნები და ამ ქმრი ქმფთან ერთად ბატონმა პრეზიდენტმა, რომ შეგვთრია რუსულ ლიგაში, თან ისე თვითონ ხელები დაიბანა, ამ რაგბის კონტენტს ვინც წერთ მაგაზე რატომ ხართ ჩუმად? ხომ არ გეშინიათ შემთხვევით? რა იყო სულ დაკარგეთ ჯიგარი თუ მარტო კარგ ამბექზე უნდა წეროთ?! როგორ გავიჯერო, რომ არ გინახავთ ბატონი გოჩას ინტერვიუ რუსულ საიტთან?! თუ არა აგერ ბატონო ლინკს დაგიდებთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, იქნება ღირდეს გაბედო და ერთი სტატია მიუძღვნათstripslashes((strlen('https://rugger.info/news/30229')>0?'?https://rugger.info/news/30229':'?https://rugger.info/news/30229'))

19:45 | 24.12.2019
პანტელეიმონი (1218)

არ შეიძლება გოჩა სვანიძის, ამ ქოცური ფსიქოლოგიის კოლაბორაციონისტის და შეზღუდული ხედვის პერსონის დატოვება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ! ! !

13:53 | 27.12.2019
krasni (587)

მორჩა სავანიძის მოღვაწეობა.

11:13 | 23.12.2019
ზებე (86)

ბრივი თავუსი 8 ქართველით

13:59 | 27.12.2019
krasni (587)

ისე არ შეიძლება, ბრივთან მოლაპარაკება აწარმოოს ახალმა პრეზიდენტმა, რაღაც თანხის გადახდით, გუნდის თანამმფლობელობაზე და ქართველი მოთამაშეების რაოდენობის გაზრდაზე, რამდენიმე თამაშის თბილისში ჩატარებაზე?

18:52 | 29.12.2019
ზებე (86)

რამდენიმე თამაშის თბილისში ჩატარება მართლაც საინტერესო იქნება მაგრამ ამ საკითხს სერიოზული მიდგომა სჭირდება და არ მგონია დღევანდელ რაგბის კავშირში ვინმე სერიოზულად უდგებოდეს საქმეს

11:12 | 23.12.2019
ზებე (86)

"ნახევრად ქართული ფრანჩაიზი " უკვე გვყავს top 14 ში

23:45 | 22.12.2019
krasni (587)

თუ 1-ი იანვრიდან მონაწილეობა უნდა მივიღოთ აღნიშნულ გათამაშებაში და არ ვიცით არც ქარრის რომელ ლიგაში ვიქნებით, არ ვიცით ვინაა მწვრთნელი და ვინ იქნებიან მოთამაშეები, ვინ იცის კიდევ ჯერჯერობით რამდენი პასუხგაუცემელი კითხვებია...დრო კი ორი კვირაც აღარაა. ამას ყველაფერს თუ ასე მოკლე დროში თავს გავართმევთ, მართლა ყოჩაღ.

09:02 | 22.12.2019
გუგა80 (177)

ნიკა01, გმადლობ ინფოსთვის, თუმცა თავადაც კარგად ვიცი რა არის ტოპ-14 და რა დავწერე აქ და ზოგადად რას ვწერ ხოლმე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული

15:28 | 22.12.2019
NIKA..01 (335)

მეგობარო,არც შემიტანია ეჭვი იმაში,რომ იცი რა არის ტოპ-14.მე ის დავწერე,რომ მაგ ტურნირში ჩართვაზე ღია საუბარი არ ყოფილა,განსხვავებით პრო-14-სგან.

23:11 | 20.12.2019
NIKA..01 (335)

პრო-14 უკეთესია,მაგრამ მხოლოდ ჩვენ სურვილზე არაა...თუმცა უნდა მოვახერხოთ მანდ ჩართვაც.უმნიშვნელოვანესი არის რომ შევძლოთ პრო-14 ში ფრანჩაიზის ჩართვა,თუმცა ფრანჩაიზს სტაბილური და ძლიერი დამფინანსებელიც ჭირდება,მხოლოდ სურვილი ვერ გვიშველის,მეტი მონდომებაა საჭირო თავად პრო-14 თან მოლაპარაკების პროცესშიც და სპონსორების მოძიების პროცესშიც

15:58 | 20.12.2019
ოვალური კორბენი (276)

ინფორმაციაც ყურადსაღებია და ის ჭმუნვაც, რაც კომენტარებშია.
ვნახოთ, ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ.

15:31 | 20.12.2019
გუგა80 (177)

მერამდენედ ვიმეორებ - სრული ინფორმაციული ვაკუუმია.

მე ძალიან მეეჭვება თავიდანვე, რომ ამ ტოპ-14ზე საუბარი უტოპია იყო გამოგონილი ჭორი.
მაგრამ დალოცვილო ასე უნდა ვმკითხაობდე?

23:08 | 20.12.2019
NIKA..01 (335)

ტოპ-14 საფრანგეთის ჩემპიონატია და მასზე საუბარი არასდროს ყოფილა, პრო-14 კი ბატონო,მაგრამ ასე არაა მოგვინდა და ჩავერთეთ,მასე 6 ერშიც გვინდა ))

15:28 | 20.12.2019
გუგა80 (177)

ანუ "მაპზე უკეთესი" მოგვცეს?

15:11 | 20.12.2019
qomagi (248)

არ მინდა ვინმემ უმადურობაში ჩამომართვას, მაგრამ ქარის და ნიავის თასს პრო-14 ჩართვა სჯობს ყველანაირად - ტერიტორიულად, თამაშების გრაფიკით და ა.შ. პლიუს, ჩვენი ლეგიონერების გათავისუფლების საკითხი.
ჩვენს რაგბის კავშირს არჩევნების მოგება ეჩქარება და ამიტომ გამოაცხო ბატონმა გოჩა სვანიძემ ასეთი ახალ-ახალი ამბები წინასაახალწლოდ.

10:40 | 20.12.2019
ilarioni (138)

ეს საახალწლო ხუმრობაა თუ რა ხდება. ქარის თასი როდის იწყება ვერ გავიგე. ორ კვირაში უნდა შეიკრიბოს გუნდი? მსგავსი გადაწყვეტილებები ასე მოკლევადიანდა არ მიიღება,ეტყობა რაგბის კავშირს ძალიან ეჩქარება სადღაც. რატომ ქარის თასი და რატომ არა პრო 14, რაც გეოგრაფიულად გაცილებით უფრო გვაწყობდა. მეტი ინფორმაციაა საჭირო, რომ დასკვნები გაკეთდეს, თუნდაც გუნდის ფორმირებასთან, სამწვრთნელო შტაბთან და ა.შ. დაკავშირებით. ლეგიონერებს ყველას კონტრაქტები აქვთ კლუბებთან და ფრანჩაიზში როგორ წამოვლენ? ფრანჩაიზს აზრი მაშინ ექნება თუ უძლიერესი შემადგენლობით გამოვალთ, როგორც ხაგუარესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფეხი ვერ ავუბით შეიძლება გამოგვაგდონ კიდეც, როგორც სანვულვზს აგდებენ სუპერრაგბიდან

01:26 | 20.12.2019
NIKA..01 (335)

ძალიან კარგი! იმედია კარგად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და ახალი შესაძლებლობებიც გამოინახება.ყველაზე უმთავრესი ქართული ფრანჩაიზის ჩაბმაა რომელიმე მაღალი დონის ტურნირში პრო-14 ან ზე-რაგბი.

0.084966