საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია 7 დეკემბერს ზემო ნიქოზს ეწვევა და ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩის რაგბს აზიარებს.
რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, მსგავსი თამაშები უკვე გაიმართა თბილისის რამდენიმე უბანში, ასევე ზესტაფონსა და თელავში, ახლა კი შიდა ქართლის ჯერი დადგა.
მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები, მათ შორის ბორჯღალოსნები, ზემო ნიქოზის სკოლის მოედანზე 7 დეკემბერს, 12 საათზე იბურთავებენ, წესების გაცნობის შემდეგ კი, თამაშში ადგილობრივები ჩაერთვებიან.
ვიზიტის დასასრულს მათ საჩუქრად გადაეცემათ ბურთები და ქუჩის რაგბის წესები, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ რაგბის თამაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია