‘ბათუმმა’ მარნეულის ‘არმაზთან’ მთელი 1 საათი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ ეს არ შეიმჩნია და მეტოქე უპრობლემოდ, ბონუს-ქულით დაამარცხა.
ანგარიში სტუმრებმა ლუკა მატკავას ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ამის შემდეგ ქულაც ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ მე-6 წუთზე ზურაბ ერისთავის ლელოთი დაწინაურდა და ბექა ურჯუკაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმის შუაში ზღვისპირელებმა ჯერ 10 წუთით გურამ ქანდაურაშვილი დაკარგეს, 4 წუთში კი ურჯუკაშვილმა წითელი ბარათი მიიღო.
ქვემო ქართლელებმა ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. ‘ბათუმმა’ ტაიმის დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაიტანა. თავი სანდრო თოდუამ და ანზორ სიჭინავამ გამოიჩინეს, კობა ბუჯიაშვილმა გარდასახვები გაიტანა და ანგარიში 21:3 გახდა.
მეორე ტაიმში ზღვისპირელებმა კიდევ ოთხი ლელო გაიტანეს. ანგარიში 51-ე წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა გაზარდა, ტაიმის შუაში ‘არმაზი’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, 62-ე წუთზე მიზანს ვანო ფუტკარაძემ უწია, ხოლო ბოლო ლელო ამირან მიქაძის ანგარიშზეა - 47:3.
‘ბათუმმა’ 27 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მისი კონკურენტები მე-8 ტურს ხვალ და ზეგ ითამაშებენ.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია