ამბები

10:27 | 8.06.2014 | ნანახია 2714 - ჯერ

სერიის მეორე მატჩი

 

“მზარდი საქართველოს” ნაკრები დღეს საღამოს ორმატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას გამართვას ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან. მატჩი კვლავ რუსთავის სარაგბო მოედანზე გაიმართება, 18:00 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი, რომელიც სტადიონის სალაროებში გაიყიდება, 1 ლარი იქნება.

პირველი შეხვედრა, რომელიც 4 ივნისს გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 48:23. თამაშის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრებიდან პირველი ლელოს ავტორმა, რეზი ჯინჭველაშვილმა ტრავმა მიიღო - მან ადრინდელის მსგავსად, კოჭი დაიზიანა. მალევე ტრავმის გამო გიორგი ჯიმშელაძემ დატოვა მოედანი, ხოლო მოგვიანებით, საბა ნიკოლავა დაშავდა. აქედან გამომდინარე მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს მომავალი შეხვედრისთვის რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოუხდა.

აღნიშნული ტრავმების გამო, მან თბილისის “ლოკომოტივისა” და ეროვნული ნაკრების ფულბეკი ბექა წიკლაური გამოიძახა და ის თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს; ნიკა პატარაიას ნაცვლად სათადარიგოთა შორის გამოჩნდა “არმიელი” გიორგი ზაქაშვილი. “მზარდი საქართველოს” შერკინებას გიორგი ჭყოიძე შეკრავს. მიღებული დაზიანება სერიოზული არ გამოდგა რეზი ჯინჭველაშვილისათვის და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და ის სათადარიგოთა შორის იქნება. მის ნაცვლად მატჩს მგეზავის პოზიციაზე მამუკა ნინიძე დაიწყებს.

 

8 ივნისი. 18:00 საათი. რუსთავის სარაგბო სტადიონი

მზარდი საქართველო - ინგლისის საგრაფოთა

მზარდი საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. მურაზ გიორგაძე, 10. მამუკა ნინიძე, 9. ალექსანდრე მინდიაშვილი; 1. თორნიკე ლომიძე, 2. დავით ხიდეშელი, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. ლაშა ლომიძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი მჭედლიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გიორგი ჭყოიძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ლომთაძე, 17. გიორგი ზაქაშვილი, 18. გურამ კავთიძე, 19. ბაჩუკი გუჯარაიძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. რეზი ჯინჭველაშვილი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. მიხეილ გაჩეჩილაძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090406