სიახლეები

19:30 | 16.11.2019 | ნანახია 534 - ჯერ

ალბერტო რუიზ ლუკა დე ტენას ვიზიტი

„მსოფლიო რაგბმა“ ევროპაში რაგბის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე ალბერტო რუიზ ლუკა დე ტენა დანიშნა, რომელიც 18-22 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ესტუმრება.

ამ სტუმრობას ორი მისია აქვს. დე ტენას სურს, რომ ადგილზე გაეცნოს ევროპის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში საქართველოში არსებულ სარაგბო ინფრასტრუქტურას, უკვე შესრულებულ და მიმდინარე პროექტებს, შეისწავლოს აქ არსებული სიტუაცია.

მეორე მისია ჩვენთვის უფრო საინტერესოა. „მსოფლიო რაგბში“ იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ სამწვრთნელო, სამედიცინო თუ სამსაჯო სემინარების გარდა, მნიშვნელოვანია მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის სემინარებიც, რათა რაგბში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია ყველა დონეზე ამაღლდეს.

საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, პირველად მსოფლიოში, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის სემინარი საქართველოში ჩატარდება და მას 20-21 იანვარს მარტყოფში, სწორედ ალბერტო რუიზ ლუკა დე ტენა წაიკითხავს. სხვა მიმართულებების მსგავსად, სემინარები აქაც დონეებადაა (ოთხი დონე) დაყოფილი და ამჯერად პირველი დონის სემინარი ჩატარდება. სამომავლოდ, საქართველოში ოთხივე დონის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის სემინარის ჩატარება იგეგმება, მათ შორის კლუბებისთვის.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110013