საერთაშორისო

15:10 | 2.11.2019 | ნანახია 3531 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია

სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულია. რესი ერასმუსის გუნდმა ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

„ბოკემ“ ფინალურ მატჩში ფავორიტად შერაცხულ ინგლისთან დიდებულად ითამაშა და მეტოქე მთელ რიგ კომპონენტებში დაჩაგრა. შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში ქულა-ქულაში მიმდნარეობდა. ანდრე პოლარდის ჯარიმებს ოუენ ფარელი ასევე ჯარიმებით პასუხობდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა ორი უპასუხო ჯარიმაც გაიტანეს და საბოლოოდ, ტაიმი 12:6 მოიგეს.

მეორე ნახევარში კი, სამხრეთ აფრიკის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ყველაფერი კი, 66-ე წუთზე გაირკვა, როდესაც ერასმუსის გუნდი 6-ქულიანი უპირატესობით უკვე იგებდა და მაპიმპიმ მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელოს დამიწება შეძლო. აქ ნათელი გახდა, რომ ინგლისი შეხვედრას ვეღარ გადაარჩენდა. ასეც მოხდა, მეტიც, დარჩენილ დროში „ბოკემ“ კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალა და საბოლოოდ, 32:12 იმარჯვა.

ამრიგად, 2007 წლის დარად, სამხრეთ აფრიკამ ინგლისს ფინალში აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ დაისაკუთრა (1995, 2007, 2019). ამ შედეგი „ბოკე“ ახალი ზელანდიის ნაკრებს გაუტოლდა, რომელსაც ასევე სამჯერ მოუგია მსოფლიო თასი.

ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 12:32 (6:12)

ქულები: 0:3 პოლარდი (10), 3:3 ფარელი (23), 3:6 პოლარდი (26), 6:6 ფარელი (35), 6:9 პოლარდი (39), 6:12 პოლარდი (40), 6:15 პოლარდი (46), 9:15 ფარელი (52), 9:18 პოლარდი (58), 12:18 ფარელი (60), 12:23 მაპიმპი (ლელო, 66), 12:25 პოლარდი (გარდასახვა, 67), 12:30 კოლბე (ლელო, 74), 12:32 პოლარდი (გარდასახვა, 75)


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:50 | 05.11.2019
გუგა80 (177)

ესეც ასე!

ასე უხალისოდ და უსახელოდ დამთავრდა ეს "ნანატრი" მსოფლიო თასი.

აბსოლიტურად "სიმპტომური" და ლოგიკურია ის ოდენ 10 კომენტარი, რომელიც ფინალის სტატიაზე წერია აგერ უკვე მესამე დღეა. (ალბათ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის რიგით თამაშს უფრო მეტი კომენტარი ექნებოდა, ბოლო ბოლო ყომარისტებმა კუშებზე მაინც რომ გაკეთონ პერეკლიჩკა).

არა მეგორებო, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ რაგბი არ უყვართ და არ იციან საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ ამ ჩემპიონატმა კონკრეტულად ქართული რაგბისთვის მოიტანა სავარაუდოდ ეპოქალური იმედგაცრუება!

თუ ვინმე ნამეტნავად ოპტიმისტი ბოლო წლების ჩავარდნებს არ(!) ხედავდა და ჯიუტად ხსნიდა ზებუნებრივი მიზეზებით (მაგალითად "ფიჯის თამაში დავუმალეთ" სტილში), ისინიც კი დაეშვნენ მიწაზე და განიცადეს იმედგაცრუება და უიმედობა.

დიახ მეგობრებო, სამწუხაროდ ყველამ დაინახეთ, რომ ქართული რაგბი არ არის არგენტინული
და არ აქვს რესურსი მცირე გარღვევაც კი მოახდინოს ამ ჩაკეტილი მოჯადოებული წრიდან.რასგანაც ზუსტად იქ, აი ამ
წრის გარეთ არის ოდენ 10-12 ნაკრები რომელიც თამაშობს რაგბის. წრის შიგნით დარჩენილი დანარჩენი სამყარო კი უფრო კვერცხის ფორმის ბურთით ღლაბუცობს, ასე შეიძლება ეწოდოს. და ღლაბუცს წარმატებულ სპორტად ვერავინ აღვიქვამთ.

მშვიდობით ქართულო "პერსპექტიულო" "ჩვენო თამაშო" და გამარჯობა კვერცხბურთო!


01:59 | 03.11.2019
dinamo222 (692)

ძალიანაც კარგი ! აწი კიდევ ჩაიკეტონ თავიანთ 6 ერში და უყურონ ზემოდან დანარჩენებს @

18:22 | 02.11.2019
lagashi ლელო (16)

ახალი ზელანდიის ძლევის მერე ასეთი უსუსური თუ გამოდგებოდა არ მეგონა

17:58 | 02.11.2019
ოვალური კორბენი (276)

ვაა, არ მეგონა არანაირად...
სადაა ლოგიკა ? ჯგუფში ახ.ზელანდიამ წარბშეუხრელად მოუგო "ქურციკებს". ნახევარფინალში ინგლისელებმა ეგ ახალზელანდიელები უშანსოდ გაღუნეს. ფინალში კი გამოდის ს.აფრიკა და ასევე უშანსოდ ამარცხებს ინგლისს.
არცთუ ლოგიკური სპორტი ყოფილა რაგბი თუმცა ეს ელიტაა და კონკრეტულ მატჩს რა ფსიქოლოგიით ხვდები, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია.
ყოველ 12 წელიწადში ერთი თასი !!! "ბოკეს" ჩინურ კალენდარზე აწყობილი დდშვც მე

17:16 | 02.11.2019
McCaw (168)

დუეინ ვერმიულენი კიდევ მსოფლიონს ნომერ პირველი მორაგბეა

17:01 | 02.11.2019
McCaw (168)

მეოთხედ 2031 წელს ავწევთ ვებ ელისის თასს

17:00 | 02.11.2019
McCaw (168)

ვნანნობ თავიდავე ამათ ჩემპიონობაზე უფრო დიდი მაყუთი რომ არ დავდეე რატო ინგლისი ფავორიტი ვერ ვხდები რადგან მზე ჩასვენებულ ზელანდიას მოუგეს მაგიტომ ედი ჯონსმა როცა ავსტრალიის წვრთნიდა 2003 წელს მაშინაც ზელანდიას მოუგო ნახევარინალი მაგრამ მერე ფინალიში ვილკოს ჯადოსნურ ფეხთან ვერაფერი გააწყო წელსაც იგივე სცენარი განმეორდა ეხლაც ნახევარფინალში ზელანდიას მოუგო და ფინალი ისევ წააგო ბოკესთან თან ამას ისიც ემთხვეოდა რომ აფრიკელებს თავიანთი ჯადოსნური 12 წლის თავი ქონდათ

16:51 | 02.11.2019
McCaw (168)

ბოკეეეეეეეეეეეეე ჩემი ველური კამეჩებიიიი გადაიხიეს ბრიტები

15:44 | 02.11.2019
sport..»farther more rugby (86)

»ვერაფერი ვერ გააწყო ’’ Великобританияმ ’’ E . ი იმსახურებდით ))

15:39 | 02.11.2019
sport..»farther more rugby (86)

❤️

15:37 | 02.11.2019
sport..»farther more rugby (86)

არ მჯეროდა თქვენი ბოლომდე, მარა ქი დადეთ თასი , >

0.136012