საერთაშორისო

16:46 | 1.11.2019 | ნანახია 2436 - ჯერ

მესამე ადგილი - "ოლ ბლექსის" ნუგეში

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩში უელსი ადვილად დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ძნელი სათქმელია ეს რამდენად გამოდგება „ოლ ბლექსისთვის“ ნუგეშად, რომელიც აზიაში გაცილებით დიდი მიზნით ჩავიდა, მაგრამ რეალობა ასეთია. ზელანდიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, საწყის 15 წუთში მეტოქე ორჯერ დაალელოვეს და მართალია უელსმა მალევე 10 ქულა მიითვალა, მაგრამ პირველივე ტაიმში ზელანდიელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს - 28:10.

მეორე ნახევარში კი, კიდევ უფრო განიმკტიცეს ჰანდიკაპი და საბოლოოდ 40:17 იმარჯვეს. მსოფლიო თასი კი, ხვალ ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით დასრულდება და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონიც გაირკვევა.

ახალი ზელანდია - უელსი 40:17 (28:10)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.158999