საერთაშორისო

14:10 | 26.10.2019 | ნანახია 3522 - ჯერ

ინგლისმა ახალი ზელანდია დაამარცხა

იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში ინგლისმა მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხა და 2007 წლის შემდეგ მსოფლიოს პირველობის ფინალში პირველად გავიდა. ინგლისმა პირველი ტაიმი 10:0 მოიგო და ახალმა ზელანდიამ შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

ახალმა ზელანდიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2007 წელს, მეოთხეფინალში საფრანგეთთან წააგეს, მას შემდეგ კი ორჯერ მოიგეს ტურნირი. ინგლისმა კი ბოლოს მსოფლიო თასი 2003 წელს მოიგო.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ხვალ, უელსსა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 13:00 დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:36 | 29.10.2019
federer (17) (469)

ძალიან ამოვარდა რაგბის გულშემატკივარი ფორმიდან თუ რა ხდება ვერ ვხვდები 3 კაცი პოსტავს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებზე

22:42 | 26.10.2019
dinamo222 (692)

მე კი ზელანდიისკენ ვიყავი ! ყოველთ^ვის როცა 6 ერის გუნდი თამაშობს მაგათ მოწინამდეგებისკენ ვარ

23:06 | 26.10.2019
federer (17) (469)

ზოგადად არც მე ვარ ინგლისის გულშემატკივარი, მაგრამ ზოგადად რაგბის გულშემატკივარი ვარ და სულ თუ ზელანდიამ მოიგო მაშინ ეგეთი რაგბის დედაც და სხვა არცერთი გუნდი ზელანდიის მომგები არ იყო.

14:36 | 26.10.2019
federer (17) (469)

რეალურად ინგლისის გარდა დღეს შავების მომგები არავინ არ იყო და ძალიანაც კარგი რომ მოუგეს თორე უკვე აზრს კარგავდა რაგბი, ზელანდია და დანარჩენები ასეთი სურათი იქმნებოდა.

17:48 | 26.10.2019
ICEMAN (162)

დარწმუნებული ვიყავი რომ ზელანდია წააგებდა თან კაი 3.5 კუში ამოაგდო აი ძალიან იკვეთებოდა ზელანდიის წაგება რადგან გაცილებით სუსტია წელს ზელანდია ვიდრე წინა მსოფლიოზე იყო, ბაზარი არაა შემადგენლობით ინგლისზე არანაკლებია მაგრამ ეს საკმარისი არაა ისტორიულად ზელანდია მხოლოდ მაშინ ხდება ჩემპიონი როცა სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას და წელს ასე ნამდვილად არ იყო. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო რაც კალათბურთში ამერიკა ფავორიტი იყო მაგრამ არა აშკარა და ამ დროს ვიცოდი რომ წააგებდა

21:03 | 26.10.2019
federer (17) (469)

მეც მქონდა იმედი ინგლისის მოგების მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ნამდვილად ვერ გავრისკავდი რადგანაც ზელანდია მაინც ზელანდიაა, თუმცა ამ თამაშში და ზოგადად მსოფლიოზე ინგლისი სულ სხვა მოტივაციით და კონცენტრაციით თამაშობდა და ზელანდია კაიფობდა და როდესაც ინგლისისგან ასეთი ძალა იგრძნეს კარგი ხანი შოკში იყვნენ და მერეც ვერ მოახერხეს გარდატეხის შეტანა.

14:35 | 26.10.2019
federer (17) (469)

ძალიან მაგრად ითამაშა ინგლისმა და ის ლელოც ძალით აჩუქეს თორე ზელანდიას შეტევაც არ ქონიათ ისეთი სადაც ქულის აღებას მოახერხებდნენ, 30 ქულით მოგებაც სავსებით რეალური ამბავი იყო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.

0.0889