ქართველი ლეგიონერები

13:21 | 21.10.2019 | ნანახია 2536 - ჯერ

ოფიციალურად: გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველმა მორაგბემ გელა აფრასიძემ ფრანგული ტოპ 14-ის ბინადარ „მონპელიესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

გელას „მონპელიესთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბთან თანამშრომლობა 3 წლით გაახანგრძლივა (1+2 სისტემით) და საფრანგეთში 2023 წლამდე დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ „მონპელიესთან“ კონტრაქტი გავხანგრძლივე. აქ ბედნიერი ვარ და ამ კლუბში კარიერის გაგრძელება მინდოდა. ვიმედოვნებ საკმარისი დრო მომეცემა, რომ გუნდს ჩემი თვისებები შევმატო“, - თქვა აფრასიძემ.

შეგახსენებთ, 21 წლის ქართველი მორაგბე „მონპელიეს“ 2017 წელს შეუერთდა. გელა საქართველოს ნაკრების მუდმივ წევრადაც ჩამოყალიბდა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში უკვე 20 მატჩიც დაუგროვდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:28 | 22.10.2019
lagashi ლელო (16)

წარმატებები

07:45 | 22.10.2019
ogafa (407)

საუკეთესო

00:40 | 22.10.2019
NIKA..01 (335)

მოედნის ხედვა,ტემპი და სწრაფი აზროვნება, ამთვისებების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს

0.085715