საერთაშორისო

14:43 | 20.10.2019 | ნანახია 1996 - ჯერ

წითელი წითლებს დაეხმარა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე უელსის ნაკრები მესამე ნახევარფინალისტი გახდა. ოიტაში უელსებმა მეტად დრამატულ და უმძიმეს ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები 20:19 დაამარცხეს.

„სამფეროვნებმა“ თამაში დიდებულად დაიწყეს და უკვე მეათე წუთისთვის ვაჰამაჰინასა და ოლივონის ლელოებით იგებდნენ. საერთოდ, ანტრაქტამდე საფრანგეთმა მეტოქე ცალსახადა დაჯაბნა და სამჯერ მოახერხა მეტოქის ჩათვლის მოედანში შედეგიანად შეღწევა, ორჯერ კი, ლელო ზუსტად გარდასახეს. საპასუხოდ, უელსმა თითო ლელო-ჯარიმა-გარდასხვა მოიპოვა და პირველი ტაიმის საფრანგეთმა 19:10 მოიგო.

მეორე ნახევრის მეათე წუთზე მოხდა ის, რამაც თამაშის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ვაჰამაჰინამ წითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი დააღალატა. კაცნაკლულმა საფრანგეთმა, რომელიც მანამდე მეტოქეს სჯაბნიდა, ვეღარ მოახერხა თამაშის სადავეების შენარჩუნება.

ჯერ იყო და ბიგარმა ჯარიმით 6 ქულამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო 75-ე წუთზე მორიართიმ დაალელოვა საფრანგეთი, ბიგარმა ზუსტად გარდასახა და უელსი ერთი ქულით დაწინაურდა (20:19). დარჩენილ 5 წუთში არაფერი შეცვლილა უმცირესობაში საფრანგეთმა უელსს გამარჯვების ქულები ვერ წაართვა და ძალზე დასანანი და მტკივნეული მარცხი განიცადა.

უელსი კი, აგრძელებს ბრძოლას და ნახევარფინალში იაპონია-სამხრეთ აფრიკის წყვილში გამარჯვებულს 27 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

უელსი - საფრანგეთი 20:19 (10:19)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:32 | 20.10.2019
GENESIS (49)

ისტორია მეორდება..2011 წელი მახსოვს..დიდებული უელსი და უორბერტონის უაზრო წითელი..დაღუპული, მე ვიტყოდი საჩემპიონო გუნდი.. აჰა, ახლა მოგეცათ შანსი..დაუხვდით აფრიკას და მერე, ფინალში good luck!!

0.099352