საერთაშორისო

16:21 | 19.10.2019 | ნანახია 2689 - ჯერ

ახალი ზელანდია - ნამდვილი რაგბი

მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. ინგლისის ნაკრებს ახალი ზელანდია შეუერთდა და ეს გუნდები ერთი კვირის თავზე ფინალისთვის ერთმანეთს შეერკინებიან.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტოკიოში ირლანდიას დაუპირისპირდა და კელტებისგან ბევრი ღირსეულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ „ოლ ბლექსმა“ დიდებულად ითამაშა და იმარჯვა - 46:14.

ზელანდიელთა უპირატესობა თავიდანვე თვალსაჩინო გახდა და პრაქტიკულად 80 წუთის განმავლობაში თამაში ინტრიგის გარეშე წარიმართა. სტივ ჰანსენის გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა, საპასუხოდ კი, ირლანდიას არათუ სახიფათო შეტევა, არამედ მეტოქის ნახევარზე გადასვლაც მეტად უჭირდა.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ირლანდიის ნაკრებმა შეხვედრაში პირველი ქუელბი 69-ე წუთზე მიითვალა (ჰენშოუს ლელო), ყველაფერზე მეტყველებს. „ოლ ბლექსმა“ კი, მეტოქე 7-ჯერ დაალელოვა და საბოლოო ჯამში მეტად ადვილად, შეიძლეა ითქვას, პლეი-ოფისთვის შეუფერებელი სხვაობით მოიგო.

ახალი ზელანდიისა და ინგლისის უაღრესად საინტერესო მატჩი კი, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე შედგება.

ახალი ზელანდია - ირლანდია 46:14 (22:0)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102479