ბორჯღალოსნები

13:08 | 14.10.2019 | ნანახია 5620 - ჯერ

განახლებული რეიტინგი: იაპონიისა და ესპანეთის სარეკორდო ნიშნული

მსოფლიო რაგბიმ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, საქართველოს ნაკრები კი კვლავინდებურად მე-14 საფეხურზე იმყოფება. ვთქვათ ისიც, რომ "ბორჯღალისნები" მსოფლიო თასის დაწყებამდე მე-11 პოზიციას იკავებდნენ, მაგრამ ამ ტურნირის მიმდინარეობისას სამი საფეხურით განიცადეს რეგრესი.

მოწინავე ოცეულში ყველაზე დიდი პროგრესი ტონგას ნაკრებმა განიცადა, რომელიც 3 ადგილით დაწინაურდა და ახლა მე-13 პოზიციას იკავებს. პროგრესი განიცადა ესპანეთმა, რომლიც მე-17-დან მე-16 ადგილზე აღზევდა, რაც ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სამაგიეროდ, აშშ-ს ნაკრების რეგრესი თვალსაჩინოა, რადგან ერთბაშად ოთხი პოზიცია დაკარგა და მე-17 საფეხურზე დაქვეითდა. ცხადია, უნდა აღვნიშნოთ მოწინავე ათეულში მომხდარი ერთადერთი გადაადგილება: იაპონიამ და საფრანგეთმა ადგილები გაცვალეს - აზიელები მეშვიდე ადგილზე აღზევდნენ, ფრანგები მერვეზე დაქვეითდნენ. ცნობისთვის, იაპონიისთვის მე-7 ადგილი საუკეთესო შედეგია.

1. ახალი ზელანდია - 90.98

2. უელსი - 88.87

3. ინგლისი - 88.13

4. ირლანდია - 85.93

5. სამხრეთ აფრიკა - 85.75

6. ავსტრალია - 83.52

7. იაპონია - 82.08

8. საფრანგეთი - 81.38

9. შოტლანდია - 79.23

10. არგენტინა - 78.31

11. ფიჯი - 76.21

12. იტალია - 72.04

13. ტონგა - 71.44

14. საქართველო - 71.26

15. სამოა - 70.72

16. ესპანეთი - 68.10

17. აშშ - 68.10

18. ურუგვაი - 67.41

19. რუმინეთი - 66.69

20. რუსეთი - 63.09


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076582