საერთაშორისო

16:59 | 13.10.2019 | ნანახია 4105 - ჯერ

იაპონიამ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შედეგად, ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფებამდე ბოლო შეხვედრა იოკოჰამაში, A ჯგუფის ეგიდით შედგა, სადაც იაპონიამ შოტლანდიას უმასპინძლა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კი მეოთხედფინალის საგზურის მფლობელის ვინაობა ირკვეოდა.

შოტლანდიამ მასპინძლები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა და თამაში კარგად დაიწყო, მე-8 წუთისთვის რასელის ლელო ლეიდლოუმ გარდასახა და 7:0. თუმცა, აქედან მოყოლებული იაპონიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ცალსახადა დაჯაბნა.

მეორე ტაიმის სტარტზე კი, აზიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ სქოთები მეოთხედ დაალელოვეს და არათუ თამაში მოიგეს, არამედ ბონუს ქულაც მოიპოვეს. მართალია, ბოლოსკენ შოტლანდია გამოფხიზლდა, ორი ლელოც დაამიწა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა - 28:21.

შედეგად, შოტლანდიის ნაკრები, რომელიც ჯგუფიდან გასვლას უმიზნებდა, 2 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილს დასჯერდა და მსოფლიო თასს დაემშვიდობა. იაპონიის ნაკრებმა კი, უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა ჯგუფში, ოთხივე მატჩი მოიგო, 19 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

იაპონია - შოტლანდია 28:21 (21:7)

მეოთხედფინალური წყვილები და მატჩების განრიგი კი, შემდეგნაირია:

1/4 ფინალი

19 ოქტომბერი, 11:15 საათი, ოიტა

ინგლისი - ავსტრალია

19 ოქტომბერი, 14:15 საათი, ტოკიო

ახალი ზელანდია - ირლანდია

20 ოქტომბერი, 11:15 საათი, ოიტა

უელსი - საფრანგეთი

20 ოქტომბერი, 14:15 საათი, ტოკიო

იაპონია - სამხრეთ აფრიკა


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:08 | 13.10.2019
alfadhirhaiti (110)

ბორჯღალოსნებმა რო ურუგვაის მოუგეს, ურუგვაისთან მოგებამ ჩააგდო ზოგიერთი ეიფორიაში, ურუგვაისთან.. მაშინ აღვნიშნე, არაფერი შეცვლილა და საშინელ თამაშზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ - მეთქი და ცინიზმი ჩართეს აქ..

კატასტროფულ დღეშია ქართული რაგბი და იმედია, ახლა მაინც აცნობიერებს ყველა.

21:16 | 13.10.2019
dato2121 (13)

აი რა რის რაგბი ძმაო, დაფრინავნ იაპონელები, ხო იყო ძმაო ერთი ხუთი წლის უკან ჩვენი დონის გუნდი თბილიშიც ხო მოვუგეთ? და დღეს სად არიან ნახე ირლანდიას მოოუგეს და იმ შოტლანდიას ჩვენ რომ გადაგვიარა პირველ ტაიმში სამი ლელო დაუდოდეს და ბურთი დაუმალეს. ეს არის პროგრესი რაღაც სასწაულებს რომ წერთ აქ და ვირტუალურ პროგრესზე რომ ლაპარაკობთ. ჩვენი თამაში არის ჭიდაობა და რაგბი არის ეს რასაც იაპონია თამაშობს

18:57 | 13.10.2019
ოვალური კორბენი (276)

თამამ პროგნოზს გავაკეთებ. ჩემი აზრით მსოფლიო თასს ევროპული ქვეყანა აწევს.

17:47 | 13.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

ჩვენს ნაკრებს ეხლა ჭირდება ზუსტად ასეთ სტილზე გადაწყობა, ჩვენი ძლიერი შერკინების შენარჩეუნებით. ასევე ძლიერი უნდა გვყავდეს მხტომელები აუტიდან და მოლი. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ რესურსით რაც გვაქვს, მაგრამ ვინაა გამკეთებელი

17:44 | 13.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

მთელი თამაში ვაკვირდებოდი მათი უკანა ხაზის თამაშს. ძალიან ეფექტიანი სტილია და ვერც ვერაფრით დაუდგები წინ. რათქმაუნდა თუ რაქი სწრაფია.
ჩვენს ძლიერ მხარეებს ეგ რომ დაუმატოთ, ვიქნებით მსოფლიო ჩემპიონები

17:21 | 13.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

ფედერერ - ნამდვილად ჯობია შოტლანდიას, იტალიას, საფრანგეთს და არგენტინას. თამაშის სტილით და სილამაზით

17:26 | 13.10.2019
federer (17) (469)

თან ყველაზე მზარდი ნაკრებია ჩემი აზრით

17:43 | 13.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

ეგ ფაქტია

17:19 | 13.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

გუგა80 - ნამდვილად საგინებელია ვინც ქართული რაგბი ასე დაანგრია!

17:19 | 13.10.2019
federer (17) (469)

3-4 წლის წინ დაახლოებით თანაბარ დონეზე ვიყავით იაპონიასთან და ფიჯისთან, ხოლო დღეს ორივე გუნდი ჩვენზე გაცილებით ძლიერია და 20 ქულაზე ნაკლებით წაგება უკვე სანატრელი გვაქვს ამ გუნდებთან.
რაც შეეხება იაპონიას ამ თამაშამდეც და ამ ჩემპიონატამდეც არაერთხელ მითქვამს რომ ჩემთვის ეს გუნდი არანაირად არ არის მეორე ეშელონის გუნდი და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა რომ პირველი დონის გუნდია უკვე და რამდენიმე გუნდს მაინც ჯობია პირველი დონედ ვინც ითვეაბა.

17:24 | 13.10.2019
federer (17) (469)

მიუხედავად ამ ტურნირზე ირლანიის დამარცხებისა ჯერ მაინც არ მგონია ირლანდიაზე ძლიერი, მაგრამ იტალიას და შოტლანდიას ნამდვილად არ ჩამორჩება და არც არგენტინასთან და საფრანგეთთან იქნება უპირობო აუტსაიდერი და შემდეგი მსოფლიოსთვის დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან და სამხრეთულ ტრიოს და ინგლისს და უელსსაც არაფერს დაუთმობს,

17:13 | 13.10.2019
გუგა80 (177)

ჩემპიონატის დაწყებამდე შოტლანდიამ რომ
ბორჯღალოსნები იხმარა ორივე თამაშში, გამოხტნენ ურა-ოპტიმისტები და დაწიყეს ბაქიბუქობააი ნახეთ შოტლანტია რა მაგარი გუნდია მსოფლიოზე რა შორს წავაო.
აჰა ბატონო, მოიტღნა თქვენი "უძლიერესი" შოტლანდია და 9 ემპიონატისან მხოლოდ და მხოლოდ მეორედ მოხდა რომ ჯფუფში ჩარჩა.

შმევეცი ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის რეგრესში და გაფარჩაკებაში!
თქვენ შეგესცით!

0.151644