საერთაშორისო

16:47 | 11.10.2019 | ნანახია 2254 - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "სხვა შედეგი გვსურდა, მაგრამ იმედია მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესად ვითამაშებთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ავსტრალიასთან (8:27) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ქართველი მორაგბის განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს, რომ მსგავსი ანგარიშით არ დამარცხებულიყვნენ, მაგრამ შეცდომები დაუშვეს. მერაბმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ნაკრები თამაშს გამოასწორებს.

გარდა ამისა, შარიქაძე იმედოვნებს, რომ მომდევნო მსოფლიო თასზე "ბორღალოსნები" უკეთეს შედეგს დააფიქსირებენ:

"ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი ანგარიშით არ წაგვეგო. იმედია მომავალში გამოვასწორებთ და ასეთ თამაშებში შეტევაში უკეთ ვითამაშებთ. თამაშებს ვერ მოიგებ თუ კი ქულებს ვერ მოიპოვებ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტევაში თამაში უნდა გამოვასწოროთ. თოდუას ლელოს დროს ანგარიშში სხვაობა მცირე იყო და ვფიქრობდით, რომ თამაშში დაბრუნება შეგვეძლო, მაგრამ ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ყველა შესაძლო შანსი გამოიყენა. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე დაფიქსირებული შედეგისგან განსხვავებული იყო, გულშემატკივრებს სხვა შედეგი სურდათ. ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, თუმცა შეცდომები დავუშვით, რომლებიც მეტოქეებმა კარგად გამოიყენეს და ქულები დავკარგეთ. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ მსოფლიო თასზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ", - განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა D ჯგუფში 1 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა საბოლოოდ ქვეჯგუფში 5 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ურუგვაის ნაკრებს აჯობა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:00 | 11.10.2019
dato2121 (13)

ან მე ვუყურებ სხვა რაგბს ან ეს ჰეიგიი გვეკაიფება, ქვეყნას იმის მიზეზი მივეცით რომ იამაყონო. რითი უნდა ვიამაყოთ მანდამაინც 50 ქულით რომ არ წავაგეთ ამით? შერკინებაში 8 კაცი რომ შვიდს ვაწვებოდით და აქეთ რომ მოგვაწვნენ ამით? ვერცერთი თითქმის ჩვენი აუტი რომ ვერ მოვიგეთ ამით ვიამაყოთ? გამაგებინეთ ვინმემ საამაყო რა ნახეთ თუ ის არის მხოლოდ საამაყო რომ მხოლოდ 19 ქულით წავაგეთ , კი ბატონო გილოცავთ..

17:33 | 11.10.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

იმის პრობლემა ნაღდად არაა,უნდა მოვიგოთ ერთთა თასი და გავალთ,მომდევნო მსოფლიოზე და იმის მომდევნოზეც გავალთ,მაგრამ ბოდიში სვანაძე მაგრამ დავაი დასვიდანია....

17:31 | 11.10.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

ადრე მოწინააღმდეგე მეცოდებოდა შერკინებისას,ისე თელავდნენ თითქმის ყველას,ეს რაც ინგლისელი შერკინების მწვრთნელი მოვიდა,სულ ტრ$აკისკენ წავიდა ჩვენი საქმე.მოკლედ მაგარ გატეხილში ვარ,არც მინდა ვაწყენინო ვინმეს,მაგრამ რამდენიმე კაცი არ იყო წასაყვანი, და საერთოდ ნახუი პრეზიდენტი,მელიტონას მაინც მადლობა,კარგი ქნა,თავისით მიხვდა

02:19 | 12.10.2019
NIKA..01 (335)

შერკინების მეც მიკვირს,წინა მსოფლიოზე იგივე შერკინებამ ყველა გუნდი ათრია და ახლა რა დაემართათ ვერ ვხვდები...სადღაც 2 წელია შეინიშნება რეგრესი შერკინებასა და მოლში,ნუ მოლში ცოტა უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო პრობლემები

21:59 | 11.10.2019
salazar (4)

გეთანხმები ყველაფერში.

სოსო და ვასიკო საერთოდ ვერ განვითარდნენ.

0.378331