საერთაშორისო

16:34 | 11.10.2019 | ნანახია 2954 - ჯერ

საქართველომ მსოფლიო თასი მარცხით დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულა. „ბორჯღალოსნები“ ბოლო ტურში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და 27:8 დამარცხდნენ.

მილტონ ჰეიგის გუნდი მეტოქეს კარგა ხანს გაუძალიანდა და პირველი ლელო 23-წუთზე მიიღო, რომელიც ავსტრალიელებმა ზუსტად გარდასახეს. პირველ ტაიმში საქართველომ მეტოქის 7 ქულას სოსო მათიაშვილის ჯარიმით უპასახა, რასაც ტუმუას ზუსტი ჯარიმაც მოჰყვა და პირველი ტაიმი ავსტრალიამ 10:3 მოიგო.

მეორე ნახევარში საქართველომ მსოფლიო თასზე მორიგი ლელო მიითვალა, რომელიც თოდუას ანგარიშზეა, თუმცა ავსტრალიამ მონაგარი კიდევ უფრო გაიმყარა, კიდევ სამი ლელო დადო და საბოლოოდ შეხვედრა ბონუს ქულით მოიგო - 27:8.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასი 1 გამარჯვებით, 3 მარცხით და 5 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე დაასრულა. რითაც 2015 წელს მიღწეული შედეგი ვერ გაიმეორა და შესაბამისად, მომდევნო მსოფლიო თასის საგზური ვერ დაიბევა. მილტონ ჰეიგის 8-წლიანი კარიერა კი საქართველოში, დასრულებულია.

ავსტრალია - საქართველო 27:8 (10:3)


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:15 | 12.10.2019
davit-tg (12)

ბიჭებზე ცუდს ვერ ვიტყვი,ის უხარისხო თამაში რაც ბოლო წლეებში დაჩემდა ჩვენს გუნდს ეს მწვრთნელთა „დამსახურებაა“ ჰეიგი უნდა წავიდეს და ეს ასეც ხდება,მადლობა იმისთვის რაც გააკეთა და დავემშვიდობოთ, მაგრამ საქმეს ეს არ უშველის, მთავარია ფედერაციის პრეზიდებტის სახლში გაშვება, ხმა აიმაღლეთ ქომაგებო და ჟურნალისტებო თუ ოდნავაც პატიოსნება და რაგბის და ქვეყნის სიყვარული შეგრჩენიათ, სვანაძემ უნდა წავიდეს დაუყონებლივ, სანამ უარესი დაგვამართა.
აქ ვიღაც წერს რო ევროპას ადვილად მოვიგებთ და შემდეგ მსოფლიოზე გასვლა გარანტირებული გვაქვსო,ეს დიდი შეცდომაა,თამაშის ეს ხარისხი მაგის იმედს არ იძლევა და ის გუნდებიც რო აქტიურად ვითარდება ნუ გავიწყდებათ.
ყველაზე სწორი და კომპეტენტური დიაგნოზის დასმა რა ეშველება ჩვანს რაგბს რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვფიქრობ შეუძლია ნიჟარაძეს.
ჟურნალისტებო მიდით და კითხეთ იმ კაცს, მან რაგბიც იცის და ქვეყანაც უყვარს, თუ სვანაძე და მისი გუნდი დარჩა და მაგას დიდი ალბათობით სამთავრობო წრებში ყავს პატრონები,მაშინ ჩვენ რაგბს დიდი ალბათობით კარგი დღე არ უწერია. სვანაძე და მისი მომხრეები თუ დარჩნენ ეს კრიზისი მოსაგონი და სანატრელი იქნება ისეთ დღეში ჩავარდება ქართული რაგბი,ესაა ჩემი აზრი, ვუშველოთ სანამ გვიანი არაა, ნუ დაველოდებით რუსეთთან მარცხს,ხმა ავიმაღლოთ პოზიცია დავაფიქსიროთ. სვანაძე სახლში!!

22:00 | 11.10.2019
dato2121 (13)

ან მე ვუყურებ სხვა რაგბს ან ეს ჰეიგიი გვეკაიფება, ქვეყნას იმის მიზეზი მივეცით რომ იამაყონო. რითი უნდა ვიამაყოთ მანდამაინც 50 ქულით რომ არ წავაგეთ ამით? შერკინებაში 8 კაცი რომ შვიდს ვაწვებოდით და აქეთ რომ მოგვაწვნენ ამით? ვერცერთი თითქმის ჩვენი აუტი რომ ვერ მოვიგეთ ამით ვიამაყოთ? გამაგებინეთ ვინმემ საამაყო რა ნახეთ თუ ის არის მხოლოდ საამაყო რომ მხოლოდ 19 ქულით წავაგეთ , კი ბატონო გილოცავთ..

20:39 | 11.10.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

აფრასიძე მეცოდება,ნეტავ როგორ არაა

18:16 | 11.10.2019
fereidneli (24)

შერკინება საერთოდ მოშალა ამ ინგლისელმა!!!!! სვანაძე დაახვიე ფედერაციიდან! ჩილაჩავა გყვადეს და გიგაშვილს აყენებდე ძირითადში???? აუტების მოწოდებაზე საერთოდ არ უვარჯიშებიათ, ჰეიგმა წარუმატებლად დაასრულა მოღვაწეობა.

18:54 | 11.10.2019
dinamo222 (692)

ინგლისელები ჩვენ გვთხოვდნენ შერკინების სწავლას და ერთად ვარჯიშს და ამ იდიოტებმა ვიღაცა იგლისელი ჩამოათრიეს სასაცილო არაა ? ეტყობა ყელზე დაადგათ ის ფული რაც ბიძომ მისცა და სახელკმწიფო რასაც აძლევს ზედმეტი ფული აქვთ და ინგლისიდან მოყავთ შერკინების (!!) მწვრთნელი როცა ჩვენიც თავზე საყრელად გვყავს @

08:27 | 12.10.2019
lagashi ლელო (16)

ისე მართლა კომედია არ არის?!!!

17:29 | 11.10.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

ადრე მოწინააღმდეგე მეცოდებოდა შერკინებისას,ისე თელავდნენ თითქმის ყველას,ეს რაც ინგლისელი შერკინების მწვრთნელი მოვიდა,სულ ტრ$აკისკენ წავიდა ჩვენი საქმე.მოკლედ მაგარ გატეხილში ვარ,არც მინდა ვაწყენინო ვინმეს,მაგრამ რამდენიმე კაცი არ იყო წასაყვანი, და საერთოდ ნახუი პრეზიდენტი,მელიტონას მაინც მადლობა,კარგი ქნა,თავისით მიხვდა

18:51 | 11.10.2019
dinamo222 (692)

100%

16:47 | 11.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

ვენს შერკინებაშI ორჯერ დავჯარიმდით. ეს იყო რაღაც ძალიან ცუდად სანახავი

16:46 | 11.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

ან შერკინებაშI რა ხდება? რა მოქმედებაა, რა ვითარებაა?

16:46 | 11.10.2019
dinamo222 (692)

რა კარგად თამაშობენ დაცვაში მაგრამ ეს რა უბედურებაა დერეფანი პირწმინდად წავაგეთ და შერკინებაც @ დერეფანი კიდევ გასაგებია და შერკინება ? @ ავსტრალიას 70 ჯერ გაუვარდა ბურთი და ვერცერთხელ ვერ გამოვიყენეთ ეს უპირატესობა @ ასე სასტიკად რომ წაგვეგოს შერკინება საერთოდ არ მომხდარა სადაა ჩილაჩავა რატომ არავინ ხმას არ უღებს ? @ რაგბის კავშირს მო....დედის ხახა @ჯერ ჟვანია ეხლა ჩილაჩავა რა ხდებაააააააა ?????????

16:46 | 11.10.2019
erovnuli-nakrebi (224)

აუტებში რა ხდებოდა? ეს რა იყო?

0.092475