მსოფლიო თასზე ფიჯის ნაკრებს ცოტა დააკლდა ხმაურიან სენსაციამდე, უელსის ნაკრებს კარგა ხანს გაუძალიანდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა.
ფიჯელებმა შეხვედრა დიდებულად დაიწყეს დასაწყის 9 წუთში ორი უპასუხო ლელო მიითვალეს. ჯერ ტუისოვამ, მერე მურიმურივალუმ უწია უელსეთა ჩათვლის მოედანს . თუმცა, ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს და ანგარიშში 10:0 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ უელსი გამოფხიზლდა და ნელ-ნელა მოახერხა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა. შედეგად, პირველი ტაიმი ევროპელებმა მაინც მოიგეს ორი გარდასახული ლელოს წყალობით - 14:10.
მეორე ტაიმის სტარტზე ფიჯიმ საჯარიმო ლელო მიითვალა და 54-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდა - 17:14. ეს ბოლო ქულები გამოდგა მათთვის მიმდინარე მსოფლიო თასზე, რადგან უელსმა ამის შემდგომ დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა, თავად კი ორი ლელო, ერთი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა და შეხვედრაც ბონუს ქულით მოიგო - 29:17.
მიუხედავად მარცხისა, ფიჯის ნაკრების მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები ითქმის და რომ არა ურუგვაისთან კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ძალზე მოულოდნელი წაგება, მშვენიერი მსოფლიო თასი გამოუვიდა. საქართველოსთან დამაჯერებლად იმარჯვა, ხოლო ავსტრალიასა და უელსს ბევრი არც არაფერი დაუთმო.
უელსი 14 ქულით ჯგუფის ლიდერია და ბოლო ტურში აუტსაიდერ ურუგვაის შეხვდება, ხოლო ფიჯიმ გათამაშება დაასრულა და ამ დროისთვის 7 ქულით მესამე ადგილზეა, რომელსაც დიდი ალბათობით, შეინარჩუნებს.
უელსი - ფიჯი 29:17 (14:10)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფიჯის ერთი ნორმალური 10 ნომერი ყავდეს და ტოპ 5ის ნაკრებია
ახლა მთავარია ავსტრალიასთანაც სამარცხვინო ანგარიშით არ დავმარცხდეთ და ღირსეულად ჩავამთავროთ ეს ჩემპიონატი. მომდევნო ჩემპიონატისათვის გვჭირდება თანამედროვე მწვრთნელი, რომელიც გუნდს თანამედროვე რაგბს ათამაშება - ფიზიკური გამძლეობა, სწრაფი გადაადგილება, გონივრული კომბინაციები, მოძრავი დაცვა და ა.შ. რომელიც შერწყმული იქნება ჩვენს ტრადიციულ ძალისმიერ რაგბთან.
ნუ რასაც ვამბობდი კიდევ ერთხელ დადასტურდა ის რომ წინა მსოფლიოზე 2 თამაში მოვიგეთ და ახლა მხოლოდ ერთი არ ნიშნავს იმას რომ ახლა უფრო სუსტები ვართ უბრალოდ ეს ფიჯი მაშინდელ ტონგაზე ბევრად ძლიერია. ჩემი აზრით პროგრესი გვაქვს მაგრამ მინიმალური და თუ ტოპ ნაკრებებს არ ვეთამაშეთ ან ჩვენი ფრანჩიზი არ შევქმენით აშკარაა რომ ჩვენი პროგრესი თანდათან ნელდება და მალე რეგრესში გადაინაცვლებს
ავსტრალია მეორე ადგილს ვერც ასცდება და ვერც ჩამოსცდება ერთი ჩვენთვის სასარგებლო პრ***ობა რომ ჩაიდინოს და ზეისტორიული გამარჯვება გვიფეშქაშოს, დაშავდებოდა რამე ?
ეეეჰჰ, ოცნებას კაცი არ მოუკლავს )) არც ვიმსახურებთ მესამე ადგილს, რეალურად...