მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც ბოლო შეხვედრა აშშ-ს წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად, 47:17 იმარჯვა. თუმცა, „პუმებს“ ეს გამარჯვება არაფერში წაადგათ და ჯგუფში ოდენ მესამე ადგილს დასჯერდნენ 11 ქულით. ამერიკელებმა კი, მიჯრით მესამე მარცხი განიცადეს და ბოლო ადგილს იკავებენ უქულოდ.
A ჯგუფში შოტლანდიამ რუსეთის ნაკრები 61:0 გააცამტვერა. სხვათა შორის, რუსეთმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო მშრალი ანგარიშით (ირლანდიასთან 0:35). შოტლანდიელებმა კი, ბონუს ქულაც მიითვალეს და 10 ქულით მესამე ადგილზე გადანაიცვალეს. სქოთებს მეოთხედფინალში გასასვლელად, ბოლო ტურში მასპინძელი იაპონიის ძლევა დასჭირდებათ. აღნიშნული დაპირისპირება 13 ოქტომბერს შედგება. რუსეთმა კი, მსოფლიო თასზე ასპარეზობა 4 წაგებითა და 0 ქულით დაასრულა.
არგენტინა - აშშ 47:17 (19:5)
შოტლანდია - რუსეთი 61:0 (21:0)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია