საქართველოს მორაგბეთა რაგბი შვიდის გოგონათა ნაკრებმა დაარსების დღიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა. ევროპის “ა” (მეორე) ჯგუფში მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ჯერ თბილისში და მერე სხვადასხვა ტურნირებში კარგი მოსამზადებელი შეკრებები გაიარეს და ეს შედეგებზეც აისახა. ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში გოგონებმა პოლონეთი 17:5 დაამარცხეს, მერე ჩეხეთთან 5:12 დამარცხდნენ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანია 39:0 გაანადგურეს და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.
იქ გოგონებმა მოლდოველებს ორი ლელო გაუტანეს და თავადაც ორი გაუშვეს, მაგრამ ქართველებმა გარდასახვები უკეთ შეასრულეს და 14:10 მოიგეს. სამწუხაროდ, ნახევარფინალში უკრაინამ 34:5 დაგვამარცხა და ფინალში გასვლის და შესაბამისად, ელიტურ ჯგუფში აღზევების შანსი დაიკარგა. მესამე ადგილისთვის მარჩში 7-ქალა რუმინეთთან 5:12 მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა და წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ გაისად კვლავ “ა” ჯგუფში მოუწევს თამაში. ფინალში უკრაინამ შოტლანდიას 17:5 აჯობა და “ა” ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
შემადგენლობა: 1. ანა პოღოსიანი, 2. ნინო ელოშვილი, 3. ბელა გოგსაძე, 4. მარეხი მაისურაძე, 5. შორენა გამსახურდია, 6. ანა ანდღულაძე, 7. ნათია ცინცქილაძე, 8. ნანა კაშია, 9. ქრისტინე გვაზავა, 10. სალომე საღარაძე, 11. ქეთევან მოდებაძე, 12. ანა კვაჭაძე.
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე
მენეჯერი: ია ხურცილავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია