საერთაშორისო

23:33 | 7.10.2019 | ნანახია 2440 - ჯერ

ბორჯღალოსნები | „შევაკვდებით“

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიზუოკაშია და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადება. მანამდე „მსოფლიო რაგბი“ ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა:

„საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსოფლიო თასი თავაწეული დატოვოს.

შარიქაძის თქმით, ფიჯისთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, გუნდი მზადაა „მოკვდეს“ ავსტრალიასთან მატჩში. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, მან პირველად ითამაშა სასტარტო XV-ში და ამბობს, რომ ეს თამაში მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო:

„ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ. მაგრამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დასკვნითი 20 წუთის თამაშს ასახავს და არა სრულის. იყო მომენტები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფერი შეეცვალათ. ვისაც რაგბი ესმის, ისინი მიხვდებიან რას ვგულისხმობ. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებთ, ეს ყველა ჩვენთაგანის ბრალია“.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, რომ იაპონიაში ორი შეხვედრის მოგებით, საფრანგეთის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია მოეპოვებინა. მას კიდევ დარჩა ერთი შეხვედრა, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან:

„ჩვენი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს - კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეული და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია“.

გამოცდილება უნდა გადავცეთ

ამ მსოფლიო თასმა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი დაგვანახა: ხაზის მოთამაშეები გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე; ასევე მორკინალები გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე, რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შარიქაძე, რომელიც თავად 26 წლისაა ამბობს, რომ მსოფლიო თასი ბიჭებისთვის უდიდესი გაკვეთილი იქნება:

„ასაკოვანი მოთამაშეები, მსოფლიო თასის შემდეგ, სავარაუდოდ ნაკრებს დატოვებენ. მე და დანარჩენებმა, რომლებიც ნაკრებში მომავალშიც ვითამაშებთ, უნდა გავითავისოთ ეს ისტორია და მოვემზადოთ შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჯერ კარგად უნდა ვითამაშოთ ავსტრალიის წინააღმდეგ და შემდეგ დავიწყოთ მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჩვენ უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან“.

RUGBY.GE


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:25 | 08.10.2019
ოვალური კორბენი (276)

შეაკვდებით ? მე ვფიქრობ, თავგანწირვასაც უნდა ჰქონდეს აზრი
ისე რომ იცოდეთ, გულშემატკივარს თქვენი თამაშის ხარისხის გამო აქვს უკმაყოფილების გრძნობა და არა იმიტომ, რომ უსულგულოდ თამაშობთ.

11:36 | 09.10.2019
sport..»farther more rugby (86)

კორბინა 10ანში ურტყამ +++++ მართალი ხარ

11:45 | 08.10.2019
GENESIS (49)

დიპლომატიური და კარგი კაცი ხარ - პროფესიონალს, როგორც შეჰფერის.. მაგრამ, ერთი ასწავლე მასეთი დამოკიდებულება, მანდ რომ უვიცი, თავმომწონე და უნამუსო გადამთიელი გიზით..რომ გაგვიპარტახა ყველაფერი და თანაც ყველაფერს, ფაქტიურად, თქვენ რომ გაბრალებთ.. ჰოდა, დაიკიდეთ მაგ გაუგებრობაში მოყოლილი ზერო-კაცი და ბოლო თამაშზე, როგორც ამბობ, ისე შეაგულიანეთ ერთმანეთი..ქართული რაგბის ყველაზე დიდი ბრძოლები გაიხსენეთ..და ვიომოთ ძველებური შემართებით.. არავინ ითხოვს მოგებას.. უბრალოდ, ცეცხლი დავანთოთ და ისე წამოვიდეთ იქედან..და მერე აქ დავალაგოთ, დეზორიენტირებული სიტუაცია..

08:24 | 08.10.2019
ogafa (407)

მხოლოდ წინსვლა

0.085373