საერთაშორისო

11:20 | 6.10.2019 | ნანახია 834 - ჯერ

ახალმა ზელანდიამ ნამიბია გაანადგურა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის ახალ ზელანდიამ ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნამიბია ტოკიოში 71:9 გაანადგურა. პირველი ტაიმი მსოფლიოს ჩემპიონებმა 24:9 მოიგეს, მეორე ნახევარში კი აფრიკელებმა მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და შვიდი ლელო გაუშვეს - 47:0.

ახალი ზელანდია B ჯგუფში პირველ ადგილზეა 14 ქულით, აღებული აქვს 157 ქულა, საპირისპიროდ კი 22 ქულა მიიღო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ზელანდია იტალიასთან გამართავს, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება, ნამიბია კი კანადას დაუპირისპირდება და ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086138