საერთაშორისო

11:23 | 5.10.2019 | ნანახია 1507 - ჯერ

ავსტრალია D ჯგუფში გალიდერდა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მორიგი სათამაშო დღე ოიტაში გაიხსნა, სადაც D ჯგუფის ბინადრები ავსტრალია და ურუგვაი შეერკინენ ერთმანეთს.

პირველ ტაიმში აშკარა ფავორიტად შერაცხულმა ავსტრალიამ სათანადადო ვერ ითამაშა და შესვენებაზე მხოლოდ 16-ქულიანი უპირატესობით (19:3) გავიდა. თუმცა, მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა, სამხრეთ ამერიკელებმა დაცვაში მეტოქის შეჩერება ვერ მოახერხეს და სოლოდური სხვაობით წააგეს - 45:10.

უნდა აღინიშნოს, ურუგვაიმ ბოლოს საწადელს მაინც მიაღწია, მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია და პრესტიჟის ლელო მიითვალა.

შედეგად, D ჯგუფს სათავეში ავსტრალია ჩაუდგა, რომელმაც 11 ქულა დააგროვა და უელს გადაასწრო. ურუგვაი კი, 4 ქულით ბოლო, მე-5 ადგილზეა.

ავსტრალია - ურუგვაი 45:10 (19:3)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.1125