საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (10:45) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის განცხადებით, ფიჯი ღია თამაშში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა და შედეგით იმედგაცრუებულნი არიან:
„როდესაც ფიჯის ზურგს უკან შემოუშვებ, რამდენიმე პასს გააკეთებენ და თავის დაცვა ძალიან ძნელია, ეს 7-კაცა რაგბს ჰგავს. მეორე ტაიმში რამდენიმე კრიტიკული შეცდომა დავუშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა. ისინი მსგავსი ტიპის ლელოების გატანაში საუკეთესოები არიან. ჩვენ კი, ბოლო 30 წუთში ენერგია და ძალა დაგვაკლდა.
ტუისოვას მხრიდან თოდუაზე დარღვევა? ცხადია, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი იყო პირველი ტაიმის მიწურულს. განმეორებით ვნახე ეს ეპიზოდი და აშკარად თავში მოარტყა ხელი, თანაც ბოლო მცველი იყო. თუ შეცვლიდა ეს თამაშს? არ ვარ დარწმუნებული. მეორე ტაიმში გვაჯობეს. ფიჯი ღია თამაშში მსოფლიოში საუკეთესოა. ოფლოუდიდან და ხაზის გაწყვეტის შემდეგ მათი შეჩერება საკმაოდ რთულია.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ. ეს არ არის ის პერფორმანსი, რომლის მომზადება გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის. თუმცა, წინ ავსტრალიასთან მატჩია და ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ჰეიგმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში სამი ტურის თავზე 5 ქულა და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დიდი რაგბის ნცოდნე არა ვარ მაგრამ, ერთი რამ ზუსტად ვიცი, მელიტონამ ჩვენი ნაკრები აღმავლობის გზაზე მყოფი ჩაიბარა ეხლა კი რას გვიტოვებს ყველამ ვიცით
ნახეთ როგორ ეთამაშება რუსეთი ირლანდიას ! გეგონება საფრანგეთი ან ინგლისიაო ! არაფერს არ უთმობდნენ უმაგრესი დაცვით სისწრაფიშ შერკინებაში ხომ საერთYოდ გადაუარეს ! და ბოლოს ისევ მსაჯმა უშველა ირლანდიას და ზედიზედ ორჯერ გააძევა რუსები და ირლანდიამაც ცოტა ამოისუნთქა და მესამე ლელო დაუდეს მოკლედ ყველას აქვს დიდი პროგრესი ჩვენ კი მივჩანჩალებთ ძველ დონეზე კი არა უარესად @ მალე რუსეთიც მოგვიგებს და გერმანიაც @@
Fiji gia tamasshi msoflioshi sauketesoa da shen, heig strategiashi. Sheni unamuso deda movtyan
რაც მოხდა და ხდება ამის მთავარი მიზეზი რაგბის კავშირი და სვანიძეა @ არაფერი არ გაუკეYთებიათ კარგი არადა რამხელა დახმარება აქვთ მთავრობისგან ცალკე და ბიძოსგანაც ცალკე და წყალში ყრიან ყველაფერს @ ის წინა მსოფლიოს თასზე წარმატებაც წინა ხელმძღვანელობის ინერცია იყო და იმის მერე სულ უკან უკან მიდის ჩვენი რაგბის საქმე @ წავაგეთ ერთა თასი შევრცხვით იაპონიასთან იტალიასთან შოტლანდიასთან არადა ძველი ხალხი რომ დარჩენილიყო დარწმუნებული ვარ სამივეს მოვუგებდით და ათეულსიც მყარად ვიქნებოდით და რაც მთავარია 6 ერშიც ვიქნებოდით უკვე შესულები ! ეხლა კი რა გვაქვს ? არაფერი @ არანაირი წინსვლა და რაშიც ძლიერები ვიყავით იმაშიც ლამის ყველამ გაგვისწრო და თუ ასე გაგრძელდა გავხდებით მაჩანჩალები და ათეულს ვინ ჩივის ოცეულიდანაც გავვარდებით @
სხვა თამაში გვინდა
იმედგაცრუებული? 2-3 წელია ნათლად ჩანს რომ ნაკრები ვერ ვითარდებოდა, რუმინეთშიც გამოჩნდა...?! გადახედეთ ჩვენს ლელოებს, 90 პროცენტი ჭიდაობაში გვაქვს დადებული. ეს გუშინდელი რაგბია. ურუგვაიმ რაგბის თამაშში გვაჯობა, მათი ლელოც ამას ადასტურებს, ჩვენ ჭიდაობაში დავჯაბნეთ. იმედგაცრეებული კი არა, განადგურებული ვარ რეალობით,ცრუ იმედებს რომ იძლეოდა ჰეიგი,(თუ დიპლომატიურად აფერისტობდა?) მაგრამ მოულოდნელიც არ იყო ჩემთვის, ამ ბიჭების პატივისცემაში ნუ შემეჯიბრებით, მე მგონია სხვა მწვრთნელის ხელში სხვა თამაშის სწავლა მოუწევთ. ან ახალგაზრდებზე უნდა გადავერთოდ, თუ 20 წლიანებში უკვე დაგვიანებული არ არის.იტალიამდე ჯერ დრო რჩება. ფედერაციას თუ უნდა განვითარება -უნდა მოიარონ საქართველო -სხარტი და პლასტიკასთან დაახლოებული ბავშვები მოიძიონ, დააფინანსონ და წინსვლა თვალში საცემი გახდება, ჰეიგს და მის ოჯახს მადლობა, მაგრამ ადრე 2-3 წ. წინ უნდა წასულიყო...
აუუფ დააბრალა ეხლა მაგას როდის აქეთ გაცდაფიჯი ღია თამაშში საუკეთესო ? მერე არგენტინა სამხრეთ აფრიკა იაპონია ? ახალ ზელანდიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ @ და თუმდაც მართლა საუკეთესო იყოს რატომ გააღიავეთ თამაში ? მნწვრტნელები იმისთვის ხართ რომ ხელი შეუშალოთ @@