შვეიცარიის ქალაქ ნოიშატელში ევროპული სარაგბო ტურნირების წილისყრა შედგა, რომლის შედეგებსაც ქართველი ქომაგი წლეულს განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. საქმე ის გახლავთ, რომ მომავალი სეზონიდან ცნობილ ევროპულ კლუბებთან გაჯიბრების საშუალება საქართველს ჩემპიონატის წარმომადგენლებსაც მიეცემათ.
შემოდგომიდან სტარტს 2 ტურნირი აიღებს: ელიტარული “ჰეინეკენის თასის” ნაცვლად ევროპის ჩემპიონთა თასი ჩატარდება, ხოლო “ემლინ ქაფი” “ჩელენჯ ქაფმა” ჩაანაცვლა, სადაც ქართული კლუბის გამოჩენასაც უნდა ველოდეთ.
ჩვენც სწორედ ამ უკანასკნელით დავიწყოთ. სულ შეჯიბრში 20 გუნდი ჩაებმება, რომლებიც ხუთ ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. უკვე ცნობილია, რომ ოცეულში 8 კლუბი საფრანგეთიდანაა, 5 – ინგლისიდან, 5 – “პრო-12”-ის წარმომადგენელია (უელსური, შოტლანდიური, ირლანდიური და იტალიური კლუბები) და ორიც – სექტემბერში დაგეგმილი შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული.
საკვალიფიკაციო შეჯიბრი სექტემბერში გახლავთ დაგეგმილი და მასში 8 გუნდი ითამაშებს. უკვე ცნობილია, რომ 4 მათგანი იტალურია – “კალვიზანო”, “როვიგო”, “მოლიანო” და “ვიადანა”, ოთხნიც კი ქვედა დონის წარმომადგენლები, წინასწარი ინფორმაციით, ქართული, რუმინული და რუსული კლუბები იქნებიან. როგორ გადანაწილდება 4 ადგილი სამ ქვეყანაზე, გაურკვეველია, შესაძლოა, ბოლოს, ფირა-აერმა 1 საგზური პორტუგალიის ან ესპანეთის ჩემპიონატზეც გამოყოს.
ახლა, წილისწყრის შედეგებზეც.
1-ლი ჯგუფი: “კარდიფ ბლუზი” (უელსი), “
მე-2 ჯგუფი: “ექსეტერ ჩიფსი” (ინგლისი), “ბაიონი” (საფრანგეთი), “კონაჰტი” (ირლანდია), “ლა როშელი” (საფრანგეთი).
მე-3 ჯგუფი: “სტად ფრანსე” (საფრანგეთი), “ნიუპორტ გვენტ დრაგონზი” (უელსი), “ნიუკასლ ფელკონსი” (ინგლისი), ფირა-აერის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული 2.
მე-4 ჯგუფი: “ედინბურგი” (შოტლანდია), “ბორდო-ბეგლი” (საფრანგეთი), “
მე-5 ჯგუფი: “გლოსტერი” (ინგლისი), “ბრივი” (საფრანგეთი), “ზებრე” (იტალია), “ოიონაქსი” (საფრანგეთი).
ჯგუფური ეტაპის მატჩები 2014 წელს 16-17-18-19 და 23-24-25-26 ოქტომბერს, 4-5-6-7 და 11-12-13-14 დეკემბერს და 2015 წელს – 15-16-17-18 და 22-23-24-25 იანვარს შედგება.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, მეოთხედფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და სამიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.
დასასრულ ჩემპიონთა თასის წილისყრაზეც ვთქვათ, რომელშიც ევროპული რაგბის გრანდები ითამაშებენ.
1-ლი ჯგუფი: “სარაცინსი” (ინგლისი), “მანსტერი” (ირლანდია), “კლერმონი” (საფრანგეთი), “სეილ შარქსი” (ინგლისი).
მე-2 ჯგუფი: “ლენსტერი” (ინგლისი), “კასტრი” (საფრანგეთი), “ჰარლეკინსი” (ინგლისი), “
მე-3 ჯგუფი: “ტულონი” (საფრანგეთი), “ლესტერ ტაიგერსი” (ინგლისი), “ოლსტერი” (ირლანდია), “სკარლეტსი” (უელსი).
მე-4 ჯგუფი: “გლაზგო უორიორსი” (შოტლანდია), “მონპელიე” (საფრანგეთი), “ბასი” (ინგლისი), “ტულუზა” (საფრანგეთი).
მე-5 ჯგუფი: “ნორსჰემპტონ სეინტსი” (ინგლისი), “რასინგ მეტრო-92” (საფრანგეთი), “ოსპრეისი” (უელსი), “ბენეტონი” (იტალია).
მეოთხედფინალში გასვლის ფორმატი იგივეა, რაც “ჩელენჯ ქაფზე”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია