საერთაშორისო

16:49 | 2.10.2019 | ნანახია 1565 - ჯერ

ახალმა ზელანდიამ კანადა გაანადგურა, საფრანგეთმა აშშ-ს აჯობა

ერთდღიანი პაუზის შემდეგ რაგბის მსოფლიო თასი განახლდა და დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს.

C ჯგუფში საფრანგეთი აშშ-ს დაუპირისპირდა და მედგარ წინააღმდეგობასაც გადააწყდა. ამერიკელები ფრანგებს საათზე მეტხანს არაფერს უთმობდნენ, მაგრამ ბოლოს კლასმა თავისი გაიტანა და საფრანგეთმა პრემიალური ქულით მოახერხა მოგება. შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გადანაცვლა და არგენტინას სამი ქულით გაასწრო.

B ჯგუფში კი, როგორც მოსალოდნელი იყო ახალმა ზელანდიამ კანადა გაანადგურა 63:0, რაც მოსალოდნელიც იყო. „ოლ ბლექსი“ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მისი მეტოქე კი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით B ჯგუფს ისევ იტალია ლიდერობს, რომელსაც ზელანდიელებზე ქულით მეტი აქვს მოხვეჭილი.

რაგბის მსოფლიო თასი ხვალ გაგრძელდება და მორიგი სათამაშო დღე ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებით, საქართველო - ფიჯის მატჩით გაიხსნება.

საფრანგეთი - აშშ 33:9 (12:6)

ახალი ზელანდია - კანადა 63:0 (28:0)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080307