საერთაშორისო

16:30 | 30.09.2019 | ნანახია 1810 - ჯერ

შოტლანდიამ სამოა ნულზე დატოვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. A ჯგუფში შოტლანდიის ნაკრები სამოას დაუპირისპირდა და პრობლემების გარეშე სძლია.

სქოთებისთვის ეს თამაში აუცილებლად მოსაგები იყო, რადგან პირველ ტურში ირლანდიასთან უშანსოდ დამარცხდა, ხოლო იმავე ირლანდიასთან იაპონიის გამარჯვებამ შოტლანდიელთა ჯგუფიდან გასვლის საკითხი ერთობ სათუო გახადა.

შოტლანდიამ სამოას პრემიალური ქულით აჯობა, თანაც მშრალი ანგარიშით 34:0 და ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ხვალ მსოფლიო თასზე დასვენების დღეა, ხოლო ასპარეზობა 2 ოქტომბერს განახლდება.

შოტლანდია - სამოა 34:0 (20:0)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:11 | 30.09.2019
sport..»farther more rugby (86)

და მაგარიც დაილეწენ

0.098497