საერთაშორისო

16:39 | 29.09.2019 | ნანახია 2231 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე: "ეს გამარჯვება უნდა დავივიწყოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ურუგვაი პრემიალური ქულით, 33:7 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებს“ ჯაბა ბრეგვაძემ უკაპიტნა, რომელიც ნაკრების ისტორიაში 32-ე კაპიტანი გახდა.

ჯაბამ მეორე ტაიმში ლელოს დადებაც მოახერხა და საქართველოს მნიშვნელოვანი 5 ქულა მოუტანა. მატჩის შემდეგ ქართველმა კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვება უნდა დავივიწყოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთ. ამით ჩვენი სამუშაო არ დასრულებულა. ჩვენ ნამდვილად ბევრი ვიშრომეთ და ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა, მაგრამ გვინდოდა ყველა ქართველს ეამაყა ჩვენით“, - ბრეგვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში 5 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 ოქტომბერს, ფიჯის დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083732