საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ურუგვაი პრემიალური ქულით, 33:7 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ გიორგაძე დაასახელეს, რომელმაც პირველ ტაიმში მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი და ლელოს ავტორი გახდა. ნამატჩევს, ქართველმა მორაგბემ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს ჩემი კარიერის შესანიშნავი მოგონება იქნება. თუმცა, თამაში არ მოუგია ერთ ადამიანს, არამედ მოიგო მთლიანად გუნდმა, ყველამ კარგად ითამაშა და ყველამ გაიმარჯვა ამ შეხვედრაში. 100%-ით დავიხარჯეთ, მაგრამ შეცდომებიც დავუშვით, ეპიზოდებში არც ისე კარგად ვთამაშობდით. ძალიან ცხელოდა და რთული იყო აქ თამაში“, - თქვა ოთარ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში 5 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 ოქტომბერს, ფიჯის დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვულოცავ წარმატებები
ოთია, გისურვებ ავსტრალიასთან შეხვედრა იქნებოდეს უფრო საუკეთესო.