ამბები

0:51 | 11.06.2014 | ნანახია 4108 - ჯერ

IRB თბილისის თასი 2014 – “ბორჯღალოსნები” ემზადებიან

ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირის, IRB თბილისის თასი 2014-ის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. საქართველო, ესპანეთი, “მზარდი იტალია” და “არგენტინის იაგუარები” 14, 18 და 22 ივნისს ერთმანეთს ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მატჩები 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრების მატჩების ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით იწარმოებს – 14 ივნისს საქართველო-ესპანეთის მატჩს მე-2 არხი აჩვენებს, ხოლო 18 და 22 ივნისს, შესაბამისად: საქართველო-“იაგუარების” და საქართველო-“მზარდი იტალიის” შეხვედრებს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

IRB თბილისის თასის ყველა მატჩის ნახვა ინტერნეტ-სტრიმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც იწარმოებს რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე – irb.com >>>

IRB თბილისის თასი 2014-ის თარიღების დაანონსების დღიდან ქართული რაგბის უკლებლივ ყველა ქომაგს აიტერესებდა ბილეთები როდიდან გაიყიდებოდა. ბილეთები გაყიდვა 9 ივნისიდან დაიწყო. ბილეთები ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში იყიდება, ხოლო სამატჩო დღეებში, 14, 18 და 22 ივნისს, ავჭალის რაგბის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. ყველა ბილეთი დანომრილია.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს გადამყიდველთა წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი გააჩნია, აქედან გამომდინარე ქომაგებს მოვუწოდებთ დროულად იზრუნონ ბილეთების შეძენაზე.

“ბორჯღალოსნებმა” შეკრება 9 ივნისს “შევარდენზე” დაიწყეს. მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 29 მორაგბეა. სატურნირო განაცხადში გიორგი მჭედლიშვილსა და ლაშა ლომიძეს ვიხილავთ, რომელთაც აქამდე ნაკრებში თითო-თითო მატჩი გაუმართავთ. ნაკრებშია მურაზ გიორგაძეც, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უასპარეზია. შეკრებაზე ასევე იმყოფებიან რეზი ჯინჭველაშვილი და გურამ კავთიძე.

11 ივნისს, “ბორჯღალოსნები” შევარდენის სანაკრებო ბაზაზე პირველ  ღია ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიში დილის 10:00 საათზე დაიწყება. ვარჯიშზე ფოტო და ვიდეო გადაღება შესაძლებელი იქნება პირველი 15 წუთის განმავლობაში.

ბორჯღალოსნების საშეკრებო რაზმი

1

ზურაბ

ჟვანია

2

სიმონ

მაისურაძე

3

გიორგი 

მჭედლიშვილი

4

შალვა

მამუკაშვილი

5

ანტონ

ფეიქრიშვილი

6

დუდუ

ქუბრიაშვილი

7

გიორგი

ნემსაძე

8

კოტე

მიქაუტაძე

9

ლაშა

ლომიძე

10

ბექა

ბიწაძე

11

გიორგი

თხილაიშვილი

12

გივი

ბერიშვილი

13

შალვა

სუთიაშვილი

14

დიმიტრი

ბასილაია

15

გიორგი

ბეგაძე

16

გიორგი

როხვაძე

17

ლაშა

ხმალაძე

18

ლაშა

მალაღურაძე

19

მერაბ

შარიქაძე

20

თამაზ

მჭედლიძე

21

რეზო

გიგაური

22

სანდრო

თოდუა

23

დავით

კაჭარავა

24

ირაკლი

ყიასაშვილი

25

ბექა

წიკლაური

26

მურაზ

გიორგაძე

27

თედორე

ზიბზიბაძე

28

გურამ

კავთიძე

29

რეზი

ჯინჭველაშვილი

 

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076038