საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრაში ურუგვაის პირველი ტაიმის შემდეგ 12:7 ამარცხებს.
ქართველთაგან ლელო ალექსანდრე თოდუამ მე-8 წუთზე, ხოლო ოთარ გიორგაძემ 29-ე წუთზე დადო. თედო აბჟანდაძემ პირველ ლელოზე გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა, მეორე ცდა კი წარმატებული აღმოჩნდა. მეტოქემ კი "ბორჯღალოსნები" 32-ე წუთზე დაალელოვა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია