საერთაშორისო

15:55 | 28.09.2019 | ნანახია 1071 - ჯერ

სამხრეთ აფრიკამ ნამიბიასთან ივარჯიშა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა და ნამიბიის ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად დაამარცხა.

ბოკემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და რა გასაკვირია, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა - 57:3. ნამიბია კი უქულოდ შეხვედრის დასრულებას პირველ ტაიმში გატანილი ჯარიმით გადაურჩა.

სამხრეთ აფრიკამ კი, ახალ ზელანდიასთან წაგების შემდეგ გამარჯვებასაც გაუსინჯა გემო და თან ბონუს ქულაც მიითვალა.

სამხრეთ აფრიკა - ნამიბია 57:3 (31:3)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080455