საერთაშორისო

13:26 | 28.09.2019 | ნანახია 2727 - ჯერ

ი(ა)პონია!

მსოფლიო თასზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა - იაპონიის ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა! ტურნირის მასპინძლებმა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან საოცარი თამაში აჩვენეს და სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს.

4 წლის წინ იაპონია თვით სამხრეთ აფრიკას მოუგო და ახლა კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას უწია. შიზუოკაში ამომავლი მზის ქვეყნის შვილები დიდებულად გაისარჯნენ და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. თანაც, ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს.

შეხვედრა ირლანეილთა უპირატესობით დაიწყო და 21-ე წუთითვის რინგროუზისა და კირნის ორი ლელო ვიხილეთ, რომელთაგანაც ქერთიმ ერთი გარდასახა. საპასუხოდ, იპაონიამ ოდენ ტამურას ერთი ჯარიმა მიითვალა. იმ დროისთვის ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სათამაშო საათი ირლანდიელთა უქულოდ ჩაივლიდა.

იაპონიამ გარდა იმისა, რომ შეტევაში ძალზე კარგი თამაში აჩვენა, კიდევ უფრო დიდებული იყო დაცვაში და რაც მთავარია, საოცრად დისციპლინირებული თამაში აჩვენა - ერთხელაც არ დაჯარიმებულა ისე, რომ მეტოქისთვის კარში დარტყმის შესაძლებლობა მიეცა.

აზიელებმა ტაქტიკურადაც სწორი გათვლა გააკეთეს და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში თავიდანვე 3:12 ჩამორჩნენ, ლელოზე აქცენტი არ გააკეთეს, მეთოდურად ჯარიმებით შეამცირეს სხვაობა და შესვენებაზე ირლანდიის უპირატესობა მხოლოდ 3ქულას შეადგენდა - 12:9.

58-ე წუთზე კი იაპონიის ნაკრების ლელოს ჯერიც დადგა. ჩინებული შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედანში შედეგიანი შესვლით ფუკუოკამ დააგვირგვინა და ტამურამ გარდასხვაც ზუსტად დაარტყა. რითაც, მასპინძლები პირველად გავიდნენ წინ 16:12. საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე კი, ტამურამ კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და უპირატესობა გარდასახული ლელოს ზღვარზე გაზარდა.

დარჩენილ დროში ირლანდია ცდილობდა ნავსი გაეტეხა და 21-ე წუთის შემდეგ როგორმე ქულა მიეთვალა, მაგრამ ბოლოს ლელოსთან და დუბლის შესრულებასთან ფუკუოკა უფრო ახლოს იყო, ვიდრე ირლანდიის ამბიციური ნაკრები.

საბოლოოდ,19:12 იაპონიის ნაკრების სასარგებლოდ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლების ამბიცია ტურნირის დაწყების წინ უადგილო და უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა. ფაქტია, იაპონია A ჯგუფში გალიდერდა და ძალიან ახლოსაა მეოთხედფინალურ სტადიასთან.

იაპონია - ირლანდია 19:12 (9:12)


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:53 | 28.09.2019
NIKA..01 (335)

ქართველები,რომ ვიყოთ 130 მილიონიანი ერი და ისეთივე ფინანსური მდგომარეობა გვქონდეს რაც იაპონიას,დარწმუნებული ვარ რაგბში შეუდარებლად მეტ პროგრესს მივაღწევდით მათთან შედარებით.ჩემთვის,ჩვენი პროგრესი მეტად დასაფასებელია ვიდრე იაპონელთა,ამერიკელთა,თუნდაც ესპანელთა,ვინაიდან მათ აქვთ შეუდარებლად მეტი საშუალება რაგბის გასავითარებლად.ჩვენი მწირი შესაძლებლობებით,რომ ვაღწევთ თითქმის იგივე დონეს რაც იაპონიას აქვს ამჟამად და თუ არ ვჯობივართ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით ამერიკას,აი ეს დასაფასებელია.ჩემზე კრიტიკული რაგბის ქომაგი იშვიათია,მაგრამ არც ის შეიძლება,რომ სხვა ვაქოთ და ჩვენი მუდამ ვაკრიტიკოთ.

00:15 | 29.09.2019
tengocie (60)

+1

18:46 | 28.09.2019
NIKA..01 (335)

რატო ადრით ჩვენ ნაკრებს იაპონიას?ერთი და იგივე პირობები აქვთ ქართველ და იაპონელ მორაგბეებს განვითარებისთვის?იაპონიის მოსახლეობა დაახლოებით 130 მილიონია და ჩვენი 3,5 მილიონი,იაპონიაში ლიცენზირებულ მორაგბეთა საერთო რაოდენობა 125 000 -ს აღწწევს და ჩვენთან თუ არ ვცდები 20 000-ზე ნაკლებია.მათ მორაგბეებს გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ მოსამზადებლად,ფინანსების მხრივაც და ინფრასტრუქტურის მხრივაც.მათ სარაგბო ჩემპიონატში შეუდარებლად დიდი ფული ტრიალებს,რაც საშუალებას აძლევთ,სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი,მაღალი კლასის მორაგბეები ჩაიყვანონ თავიანთ ჩემპიონატში სათამაშოდ,რითაც ადგილობრივი მორაგბეების დონეც მაღლა იწევს.ყველაფერ ამის მიუხედავად უამრავი ნატურალიზებული მორაგბე თამაშობს იაპონიის ნაკრებში და ყველაფერ ამის მიუხედავად ჩვენსა და იაპონიას შორის სულაც არაა უპირობო ფავორიტი იაპონია და ნამდვილად არაა კლასში იმხელა სხვაობა,რა სხვაობაც არის პირობებში.

15:17 | 28.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

მე მაგალითად ვერ ვისიამოვნე ზელანდია - სამხრეთ აფრიკის თამაშით

15:17 | 28.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

იაპონიამ და ურუგვაიმ გაალამაზეს ეს ჩემპიონატი. დანარჩენები რაც იყვნენ ეგაა რა და თამაშის ყურებაც საინტერესო ნაკლებადაა

15:15 | 28.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ნაკრების წარმატება დგას ცალკეული მოთამაშეების მაღაკ კლასსზე და სხვა არაფერზე

15:15 | 28.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

აქ რო ფედერაციაში დაიწყო არეულობა (როგორც ხდება ხოლმე), მაშინ ვიცოდი რომ რაგბი ამ ქვეყანაში დამთავრებული იყო

15:14 | 28.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

იაპონიას თავს ნუ შევადარებთ

13:51 | 28.09.2019
orioni (88)

აი გუნდი! ყოჩაღ რა იაპონიას, .... დროის ერთ და იგივე მონაკვეთში იაპონია მაგრად განვითარდა, ჩვენ კი ვერა და ვერ...

0.103946