ერთდღიანი პაუზის შემდეგ რაგბის მსოფლიო თასი განახლდა. დღის პირველი მატჩი C ჯგუფში არგენტინასა და ტონგას შორის გაიმართა. პირველ ტურში ორივე გუნდი ხელმოცარული დარჩა, ამიტომ ამჯერად წაფორიხლების უფლება არ ჰქონდათ.
ფავორიტი არგენტინა იყო, რომელმაც პირველივე ტაიმში მოახერხა დასახული მიზნის მიღწევა და მეტოქე 4-ჯერ დაალელოვა. სამხრეთ ამერიკელებმა ოთხივე ლელო გარდასახეს და მოპოვებული 28 ქულა გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი გამოდგა. ტონგამ კი მეტოქის ჩათვლის მოედანს ორჯერ უწია და ერთხელ გარდასახვაც გამოიყენა.
ორი მატჩის შემდეგ ტონგელები ბოლო ადგილზე არიან უქულოდ, ხოლო არგენტინას 6 ქულა აქვს, რადგან პირველ ტურშიც (7 ქულაზე ნაკლებად წაგების გამო) და ახლაც (4 ლელოს გამო) პრემიალური ქულა მიითვალა.
არგენტინა - ტონგა 28:12 (28:7)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფულია მთავარი. სპორტი მოკვდა. ირლანდიამ ვითომ წააგო. რასაც იყიდი ის გაქვს. სუმო გააფუჭეს და რაგბი გაუჭირდებოდათ. ცოდვაა ის ვინც ამ შოუებს უყურებს