იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასი გრძელდება და ამჯერად B ჯგუფის წარმომადგენლები, იტალია და კანადა ფუკუოკაში წარსდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ.
კონორ ოშის გუნდი წყვილში ფავორიტად ითვლებოდა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. „აძურის“ უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და მ-14 წუთისთვის ანგარიში უკვე 17:0 იყო. შესვენებამდე ეს შედეგი ძალაში დარჩა, ხოლო ნაანტრაქტევს იტალიელთა უპირატესობა გაიზარდა.
აპენინენელებმა შეხვედრაში 7 ლელო მიითვალეს და ბუნებრივია პრემიალური ქულაც ჩაიწერეს აქტივში. კანადამ კი მსოფლიო თასზე სასტარტო თამაში არცთუ კარგად ჩაატარა, მიუხედავად საკმაო მომენტების, იტალიელთა ჩათვლის მოედანს მხოლოდ თამაშის მიწურულს უწიეს და უიმედო მარცხი განიცადეს - 7:48.
მოგეხსენებათ, იტალიამ პირველ ტურში ასევე პრემიალური ქულით ნამიბიას აჯობა და შედეგად ჯგუფში 10 ქულით გალიდერდა. თუმცა, ოშის შეგირდებს მთავარი გამომცდელები წინ ჰყავთ - სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია.
იტალია - ფიჯი 48:7 (17:0)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეორეც მოიგეს.დ.დ
იაპონიაზე მეტად მეზიზღება იტალია! ჩვენი ყველაზე დიდი მტერია რაგბიში!
არადა 2-3 ნაკრების გარდა ყველა 10 ქულას აიღებდა ზიმბაბვე-კანადასთან. თუმცა ჩემპიონატის დასრულების მერე აღარავის ემახსოვრება ეგ.
სამაგიეროდ 10 ქულით (დიდი ალბათობით მესამე ადგილზე გასული გუნდებიდან 10 ქულას მაგათ გარდა ვერავინ გააკეთებს) მეთორმეტე ადგილზე გასული იტალი კიდევ 4 წელი იმარიაჟებს ამ შედეგით.
ამათი პუტა მატრე დედას შევდღარე!
ამათ ყისმათა დედის ხახაში ჩავანზრიე!
ორი უსუსტესი გუნდი შეხვდა და 10 ქულა დაიწერეს ამათი გამზრდელი მოვდღან!