სიახლეები

12:57 | 25.09.2019 | ნანახია 4690 - ჯერ

მსოფლიო თასზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ურუგვაიმ ფიჯი 30:27 დაამარცხა.

პირველ ტაიმში კუნძულელები 12:7 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც პირველ ტაიმში ღირებული ვერაფერი შექმენეს, ხოლო ურუგვაელებმა ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანეს, ჯამში კი ტაიმი სამხრეთ ამერიკელებმა 24:12 მოიგეს.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა აქტიურად დაიწყეს და 47-ე წუთზე ბურთი დაამიწეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანეს და ზოგადად ოკეანელების დამრტყმელმა 5 დარტყმა ვერ გამოიყენა.

მატჩში გადამწყვეტი 75 წუთზე ურუგვაელების გატანილი ჯარიმა აღმოჩნდა, რითაც 30:22 დაწინაურდა და 8 ქულიან ჰანდიკაპს ერთი გარდასახული ლელოც ვეღარ შველოდა. თუმცა ფიჯმა ბოლო წამზე ლელო დადო და პრემიალური ქულა მოიპოვა.

1. უელსი 1 1 0 0 43:14 5
2. ავსტრალია 1 1 0 0 39:21 5
3. ურუგვაი 1 1 0 0 30:27 4
4. ფიჯი 2 0 0 2 48:69 2
5. საქართველო 1 0 0 1 14:43 0

ლაშა ქოიავა


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:09 | 26.09.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ფრე გამიხარდებოდა ყველაზე უფრო, ფრე ისე, რომ ბონუს ქულა, 4 და მეტი ლელოზე, არ მიეღო არცერთ გუნდს. ისე მომეჩვენა, რომ ფიჯიმ არ ითამაშა მოსაგებად, რაღაცნაირ შეცდომებს უშვებდნენ. ურუგვაი საქართველოსთვის უხერხული მეტოქეა, თანაც მეჩვენება, რომ 2015 წელს საქართველო უფრო ძლიერი იყო ვიდრე დღესაა. არა მარტო საქართველო, არამედ მეორე დონის გუნდები ბევრად უფრო სუსტად გამოიყურებიან პირველი დონის გუნდებთან შედარებით ვიდრე 2015 წელს იყო, ჯერჯერობით ჩატარებული თამაშებიდან ასე ჩანს.

18:20 | 26.09.2019
krasni (587)

მოხდა მეტოქის არ დაფასება, ცალი ხელით მოინდომეს ურუგვაის დამარცხება და დაისაჯენ.

00:48 | 26.09.2019
federer (17) (469)

იმედია 29-ში ჩვენც არ დაგვაყოლებს დესერტად, წარმოდგენაც არ მინდა რა ამბავი დატრიალდება ჩვენს დამშვიდებულ და დალაგებულ ქვეყანაში.
მერე ბიძოც გაიჩითება და გაგებით მოვეკიდოთ წაგებასო გვეტყვის და ჩვენც დავწყნარდებით.

00:45 | 26.09.2019
federer (17) (469)

სულ არ მესიამოვნა ეგ ამბავიიი

20:32 | 25.09.2019
sabonis (74)

იმედია მოგების გარეშე არ დავრჩებით.

17:24 | 25.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

კორბენ - თუ უელსთან მეორე ტაიმი ჩვენი დამსახურება იყო და უელსს არ დაუკიდია თამაში, მაშინ ურუგვაისაც და ფიჯისაც შეიძლება მოუგოთ და არაა განორიცხული ჯგუფიდან გავძვრეთ

17:29 | 25.09.2019
ოვალური კორბენი (276)

ძალიან მეეჭვება. ფრთხილად ვიყოთ სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასის შედეგი (თუ უშედეგობა) არ გავიმეოროთ.

16:57 | 25.09.2019
ოვალური კორბენი (276)

ჰეჰ, ურუგვაიმ საოცრება ჩაიდინა და აქ საჩვენოდ ვმსჯელობთ რაღაცეებს
არადა, ბევრად მარტივია ყველაფერი - იმ გეგმის შესრულებას რაც "ბორჯღალოსნებმა" დაისახეს (ორი თამაშის მოგება), სამხრეთამერიკელები უფრო მოახერხებენ

22:22 | 25.09.2019
NIKA..01 (335)

ურუგვაის მოვუგებთ,აგერ შენ და აგერ მე

14:56 | 25.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ICEMAN - შენ იხუმრე და ფიჯი უელსისთვის ძალიან ცუდი მეტოქეა

14:25 | 25.09.2019
ICEMAN (162)

კაროჩე რათქმაუნდა ფანტასტიკის სფეროა მაგრამ ფიჯიმ თუ უელსს მოუგო არაა გამორიცხული ჯგუფიდან გავიდეთ, რადგან დიდი შანსია უელსს ავსტრალიამაც მოუგოს და მაშინ ჩვენ უბრალოდ ფიჯის და ურუგვაის უნდა მოვუგოთ ბონუსით

14:23 | 25.09.2019
ICEMAN (162)

აი მარტო ფიჯის თუ შეეძლო ამის მოხერხება, არადა ისეთი გუნდია არ გამიკვირდება ურუგვაისთან კი წააგო მაგრამ უელსს რომ მოუგოს.

0.08313