საერთაშორისო

17:40 | 24.09.2019 | ნანახია 1681 - ჯერ

სამოამ რუსეთი დაამარცხა

იაპონიაში გრძელდება 2019 წლის მსოფლიო თასი, რომლის ეგიდითაც დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. კუმაგაიაში სამოას ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა და 34:9 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ რუსებმა მეტოქეს პირველი ტაიმი არაფერი დაუთმეს და მეტიც, კუშნარევის ორი ჯარიმით 6:5 იმარჯვეს კიდეც. თუმცა, მეორე ნახევარში სამოა გაცილებით მობილიზებული გავიდა მოედანზე და პირველ ტაიმში გატანილ ერთ ლელოს კიდევ 5 დაუმარა.

შედეგად, სამოელებმა, რომლებმაც პირველი შეხვედრა ჩაატარეს მიმდინარე მსოფლიო თასზე, პრემიალური ქულით იმარჯვეს. რუსეთმ კი იაპონიასთან წაგების შემდეგ ვერც სამოასთან მოახერხა ქულების აღება, თუმცა უნდა ითქვას, რომ უბრძოლველად არცერთი თამაში დაუთმიათ.

რუსეთი - სამოა 9:34 (6:5)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:21 | 24.09.2019
ogafa (407)

გაუჭირდებოდა!

0.105854