ბორჯღალოსნები

19:20 | 23.09.2019 | ნანახია 3714 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "პირველმა ტაიმმა აჩვენა, რომ თუ შეცდომას დაუშვებ, აუცილებლად დაისჯები"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უელსთან (14:43) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს უელსის დონის გუნდებთან კონკურენციისთვის ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ თამაშია.

„ვერ ითამაშებ მსოფლიო თასზე ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც უელსია და ვერ მოახდენ სასწაულს თუ ამ სიჩქარეებზე თამაშს შეჩვეული არ ხარ. დღევანდელმა პირველმა ტაიმმა აჩვენა, რომ ტიერ 1-ის გუნდებთან თუ შეცდომას დაუშვებ, ის აუცილებლად დაგსჯის. საქართველოს ტიერ 1-ის გუნდებთან წელიწადში მინიმუმ ოთხი თამაშის ჩატარება, სანამ ეს არ მოხდება, შედეგი ასეთი იქნება.

ჩემი მოსაზრება არაერთხელ დავაფიქსირე. იქნება თუ არა ცვლილებები? დარწმუნებული არ ვარ. ვიცი, რომ მსოფლიო თასის შემდეგ ტიერ 1-ის გუნდების უფრო მეტი ვიზიტი იქნება საქართველოში, მაგრამ არ ვიცი, ეს საკმარისი იქნება თუ არა. ექვსი ერი არის ტურნირი, რომელიც ჩვენ გვჭირდება უელსის დონის გუნდებთან კონკურენციისთვის. იმედია, 2020 წლისთვის გარკვეული ცვლილებები იქნება.

დღეს ჩვენმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი და თამაში უკეთესი გახადეს. ახალგაზრდული მსოფლიო თასი ყოველწლიურად ტარდება და საუკეთესო გუნდებთან თამაშის ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ აქვთ“, - თქვა ჰეიგმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, ურუგვაისთან ჩაატარებს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:57 | 24.09.2019
krasni (587)

მსოფლიოს დამთავრებისთანავე მელიტონა მიდის, უნდა გაჰყვეს აუცილებლად რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაც(სასურველია ნიჟარაძის დაბრუნება). ეროვნულის სათავეში კარგი იქნებოდა U20-ის სამწვრთნელო შტაბი თუ მოვა, მაგენის გაზრდილები არიან და მოდიან ბორჯღალოსნებში.

10:13 | 24.09.2019
deme2222 (46)

ბიჭოოო, ვეთამაშებოდით ექვსი ერის გამარჯვებულს, ამ მომენტისთვის დამსახურებულა რეიტინგის პირველ ნომერს, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონსაც. ბევრის ენაზე რომ ვთქვა ზელანდიას ვეთამაშებოდით ჩათვალეთ. ამ თამაშში პროგრესს რომ ეძებდით მსოფლიო ჩემპიონობას ვაპირებდით და არვიცი? :დ
ჩემი აზრით ჰეიგი კიარა დაცვის მწვრთნელი მაისურაძეა მოსაშორებელი ნაკრებიდან. დაცვაში ნამდვილად მოუკლო ნაკრებმა და საერთოდ არეულ დარეულია.
შემადგენლობაში აშკარად მოუკლო ლობჟანიძემ, შერკინებაშიც აშკარად არის პოტენციალი უკეთესი შემადგენლობა შეიკრას.

01:14 | 24.09.2019
fereidneli (24)

მადლობა მილტონ და ადიოს! ნაკრების უკუსვლა სახეზეა. შერკინებაშიც კი აღარ ვართ ისეთი როგორიც ვიყავით. დაცვაში ხო საერთოდ კატასტროფა. ესაა პიკასოს ბიჭი?))

21:18 | 23.09.2019
dinamo222 (692)

არანაირი წინსვლა არა გვაქვს არანაირი წინსვლა არაა არც ხელით თამაშში არც დერეფნებში პირიქით რაშიც ძლიერები ვიყავით იმაშიც დავსუსტდით რაქიდან ისევ გვიან გამოგვაქვს ბურთი და ველოდებით როდის მოაწყობს მეტოქე დაცვას მერე გამოგვაქვს და ყოველნაირი კომბინაციის და ფანტაზიის გარეშე ჯიუტად ვეჯასხებით მორკინალებით მეტოქის გამაგრებულ კედელს @ მერე კიდევ სამჯერ დავჯარიმდით თამაშგარე თამაშის გამო რა ხდებაა არ იციან რომ თამაშგარედ რომ ხარ თანაგუნდელიდან წამოსული ბურთის დაჭერა და თამაში არ შეიძლებას თუ გონიათ მსაჯი ვერ დაინახავს ? ასეთო ჯარიმების მერე იმის მაგივრად ჩვენ რომ უნდა შეგვცეტია პირიქით წამოიღეს ბურთი უელსელებმა და ლელოები დაგვიდეს @ (კიდევ კარგი 1 ლელო არ ჩაუთვასლეს) რაც შეეხება იმას მეორე ტაიმში რომ რაღაცას მივაღწიეთ ეს ჩვენი "ბრწყინვალე თამაშის" ბრალი კი არა უელსელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და თავი აღარ მოიკლეს ! უელსის მაგივრად არგენტინა ან საფრანმგეთი რომ ყოფილიყვნენ ბოლომდე მოგვაწვებოდნენ და მინიმუმ 50-60 ქულით მოგვიგებდნენ @

22:46 | 23.09.2019
ICEMAN (162)

ერთადერთი წინსვლა რაცაა წინა მსოფლიოსთან შედარებით შერკინებაში (1-8 ნომრებზე) უფრო ღრმა სკამი გვაქვს ანუ მარქაფაც კარგია, ასევე 9-10 ნომრებზეც უფრო პერსპექტიული ბიჭები გამოჩნდნენ, თუმცა ეს იმის დამსახურება უფროა რომ ახალგაზრდული ნაკრები ბოლო რამდენიმე წელია უმაღლეს ლიგაში თამაშობს. დანარჩენი ყველაფერი იგივე დონეზე დარჩა რაც იყო

20:51 | 23.09.2019
dinamo222 (692)

ეხლა განმეორებით ვუყურებ ჩვენ თამაშს მშიდ გულზე მატჩ ტვ ზე (ნაბ..მაი ვიდეომ და სხვა ქართულმა საიტებმა გათიშეს პირველი არხი და სხვა გზა არაა უცხოურ არხებზე უნდა ვუყუროთ განმეორებით თამაშებს) და რუსი კომენტატორები ისე ქომაგობენ ჩვენ გუნდს გეგონება რუსეთის ნაკრები ხვდება უელსს ! ნეტავი რატოომ ?

23:26 | 23.09.2019
ოვალური კორბენი (276)

მართლაც რატომ, რა ახსნა გაქვს ?

20:42 | 23.09.2019
dinamo222 (692)

უჯან რომ კაცი გიდგას ისიც უნდა წაგეყვანა და კიდევ ზურა ჟვანიაც და შეიძლება ამდენი შეცდომები არ დაგეშვათ დაცვაში !@

0.096109