საერთაშორისო

18:35 | 23.09.2019 | ნანახია 2871 - ჯერ

ნარიაშვილი: "კმაყოფილი ვარ დამოკიდებულებით, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში უელსთან 14:43 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი მიხეილ ნარიაშვილმა გააკეთა, რომლის განცხადებით, მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

„ჩვენ ძალიან გვიან შევედით თამაშში, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. ერთადერთი ის მაწუხებს, რომ უელსმა ლელოები ძალიან სწრაფად და ზედმეტი მცდელობების გარეშე გაიტანა.

მეორე ნახევარში ნამდვილად ვიბრძოლეთ და ეს არის ის, რაც უნდა გავითვალისწონოთ იმისთვის, რომ მომდევნო მატჩებში უფრო უკეთ ვითამაშოთ“, - თქვა ნარიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077842