საერთაშორისო

16:21 | 23.09.2019 | ნანახია 4710 - ჯერ

ორი ლელო და ორი განსხვავებული ტაიმი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მსოფლიო თასის გათამაშება არცთუ კარგად დაიწყო. “ბორჯღალოსნებმა“ უელსის ნაკრებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პლანეტის უმნიშვნელოვანესი ტურნირი მარცხით დაიწყეს.

ყველაზე დიდი პოზიტივი რაც ტოიოტა სითიში გამართული მატჩიდან შეგვიძლია დავინახოთ, ორი ლელოა, რომელიც მილტონ ჰეიგის გუნდმა მეორე ტაიმში მიითვალა. თუმცა, იმ დროისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან უელსმა ერთობ აგრესიულად დაიწყო და მე-19 წუთისთვის 3 ლელო ჰქონდა დადებული, რომელთაგანაც ორი ბიგარმა გარდასახა, ერთხელ ჯარიმაც გაიტანა და შესვენებაზე ბრიტანელები მყარი უპირატესობით გავიდნენ, რადგან ტაიმის ბოლო წუთზე კიდევ ერთხელ დაგვალელოვეს და ბიგარმა გარდასხვა ისევ გაიტანა (29:0).

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა“ თამაშის ხარისხი გამოასწორეს და უკვე 42-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ქართული ლელო მიითვალა. 69-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანს ლევან ჩილაჩავამ უწია, ორჯერვე გარდასახვა თედო აბჟანდაძემ ზუსტად დაარტყა. უნდა ვთქვათ, რომ მეორე ლელოს ეპიზოდში დიდებულად გაისარჯა გელა აფრასიძე, რომელიც მოედანზე ნაანტრაქტევს გამოჩნდა და „ბორჯღალოსნების“ თამაშში დადებითი ელფერი შეიტანა.

თავის მხრივ, მეორე ნახევარში გულზე ხელდაკრეფილი არც უელსელები ყოფილან და ქართველთა ორ ლელოს ასევე ორი გარდასახული ლელოთი უპასუხეს. ვთქვათ, რომ მეორე ტაიმში ფრე დაფიქსირდა (14:14), თუმცა საბოლოოდ, შეხვედრა უელსის ნაკრების სასარგებლოდ, 43:14 დასრულდა.

ამრიგად, „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე წარუმატებელი სტარტი აიღეს, უელსმა კი პრემიალური ქულით მოიგო და ჯგუფში 5 ქულით გალიდერდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის ნაკრებთან ჩაატარებს.

უელსი - საქართველო 43:14 (29:0)

ტოიოტა სითი სთედიუმი

ქულები - უელსი: დევისი (3, ლელო), ბიგარი (6, ჯარიმა), ტიპურიკი (13, ლელო), ბიგარი (13, გარდასახვა), ადამსი (19, ლელო), ბიგარი (19, გარდასახვა), ვილიამსი (40, ლელო), ბიგარი (40, გარდასახვა), ვილიამსი (64, ლელო), ბიგარი (65 გარდასახვა), ნორთი (75, ლელო), ჰელფპენი (76, გარდასახვა)

საქართველო: მამუკაშვილი (42, ლელო), აბჟანდაძე (43, გარდასახვა), ჩილაჩავა (68, ლელო), აბჟანდაძე (69, გარდასახვა)


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:21 | 26.09.2019
ogafa (407)

ხელახლაა ისევ ასაწყობი ახალი მწრთვნელი და წინსვლა. ჟვანია კი დატოვა ნაკრების მიღმა

11:02 | 25.09.2019
qomagi (248)

ასე გავიბანძეთ თავი დიდი ყოყლოჩინობის და 6 ერზე პრეტენზიების ფონზე. სირცხვილია, სირცხვილი. სვანაძემ უნდა დაახვიოს თავის სასტავიანად, ეს იყო ქართული რაგბის შეურაცხყოფა და ქომაგისთვის სულში ჩაფურთხება. ამ დონის თამაშები გვქონდა 2003 წელს სადებიუტო ჩემპიონატზე. ხელით თამაშის გაუმჯობესებას ვინ ჩივის,შერკინებაც აღარ არის ჩვენი დომინანტი მხარე ბობოლებთან, რუსებს და პორტუგალიას და სხვა ჭ კლასის გუნდებს არ ვგულისხმობ.

23:14 | 23.09.2019
ოვალური კორბენი (276)

უელსელებმა მეორე ტაიმში შეიძლება ითქვას რომ იღლაბუცეს. გასაგებიცაა - მარტივად გადაჭრეს ბონუსით მოგების საკითხი და მერე მოეშვნენ. ამით ანგარიშის "შელამაზების" საშუალება მოგვცეს, თორემ ვინძლო +60-ზეც რიხინ-რიხინით ავიდოდნენ.
ღრუბლებში არ დავფრინავ და არც დღევანდელ თამაშში ველოდი რამე კარგს შედეგის თვალსაზრისით. მაგრამ მატჩის სტარტზევე რომ გაგვთანგეს, ტერიტორიას და ბურთს რომ ტოტალურად დაეუფლნენ და მარტივად, ორ პასში გვიჭრიდნენ ხაზს, ამან მართლაც დამრთგუნა.
ამისთვის ვემზადებოდით 4 წელი ?!

21:17 | 23.09.2019
dinamo222 (692)

არანაირი წინსვლა არა გვაქვს არანაირი წინსვლა არაა არც ხელით თამაშში არც დერეფნებში პირიქით რაშიც ძლიერები ვიყავით იმაშიც დავსუსტდით რაქიდან ისევ გვიან გამოგვაქვს ბურთი და ველოდებით როდის მოაწყობს მეტოქე დაცვას მერე გამოგვაქვს და ყოველნაირი კომბინაციის და ფანტაზიის გარეშე ჯიუტად ვეჯასხებით მორკინალებით მეტოქის გამაგრებულ კედელს @ მერე კიდევ სამჯერ დავჯარიმდით თამაშგარე თამაშის გამო რა ხდებაა არ იციან რომ თამაშგარედ რომ ხარ თანაგუნდელიდან წამოსული ბურთის დაჭერა და თამაში არ შეიძლებას თუ გონიათ მსაჯი ვერ დაინახავს ? ასეთო ჯარიმების მერე იმის მაგივრად ჩვენ რომ უნდა შეგვცეტია პირიქით წამოიღეს ბურთი უელსელებმა და ლელოები დაგვიდეს @ (კიდევ კარგი 1 ლელო არ ჩაუთვასლეს) რაც შეეხება იმას მეორე ტაიმში რომ რაღაცას მივაღწიეთ ეს ჩვენი "ბრწყინვალე თამაშის" ბრალი კი არა უელსელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და თავი აღარ მოიკლეს ! უელსის მაგივრად არგენტინა ან საფრანმგეთი რომ ყოფილიყვნენ ბოლომდე მოგვაწვებოდნენ და მინიმუმ 50-60 ქულით მოგვიგებდნენ @

20:10 | 23.09.2019
gulshematkivari (5)

2 წელია ჩვენი საქმე უკანალში მიდის შარშან ზაფხულის ტესტ მატჩები და სრული ფიასკო ფიჯისთან პირწმინდად წაგებული მეორე ტაიმი, იაპონიასთან სრული კატასტროფა. იტალიასთან უშანსოდ წაგება ასევე შოტლანდიასთან ორივე თამაში განადგურება. აღარც მიწოლაა ჩვენი კოზირი რაც გვქონდა ისიც წავაგეთ. ჩემი აზრით ჰეიგო 2 წლის წინ უნდა გაეშვათ. ასკარად ახალი სისხლი სჭირდება ნაკრებს. ჟვანია რატო დატოვა ნაკრების მიღმა ესეც არმესმი

18:27 | 23.09.2019
dato2121 (13)

გასაგებია ძმა ექვსი ერი რომ მოიგო მაგრამ აქ ელემენტარულ რაგაცეებზე საუბარი,ნუღა ვიზახით მაშინ მოვუმატეთო და ხაზი უფრო ძლიერი გვყავსო, მეორე ტაიმი უკეთესი იყოო რომ წერთ ისიც ხო ცხადია რომ იმათმაც აღარ მოიკლეს დიდად თავი.. მე იმას ვიძახი რომ ჰეიგმა კარგა ხნის უკან ამოწურა თავისი

21:46 | 23.09.2019
miriani (151)

ჰეიგმა კი არ ამოწურა ჩემი ძმა, ამ ფედერაციამ ამოწურა მისი პრეზიდენტიანად პირველ რიგში... რა ჰეიგს უნდა გაეშანსა ალტერნატიული ტურნირიიი, ჰეიგს უნდა უნდა ეჩალიჩა ფრანჩაიზი თუ რას თხოვთ ამ კაცს??? მასე იყო სორელი შეხედა მეტს არავინ არაფერს რო აპირებდა და წავიდა ის კაცი... წავა ახლა ეს ჰეიგიც და მერე ვის შეაწმინდავთ ხელებს ძაან მაინტერესებს. გადაბრალებაში ხო პროფესორები ვართ საქართველოში, რეალური მიზეზების დანახვა არ უნდა არავის თორე.
ზოგიერთი "ძაანგანათლებული" რო წერს აქ ხო გაქვთ დაფინანსება და შედეგს რატო არ დებთო? რა დაფინანსებაზეა ბაზარი საერთოდ, ივანიშვილმა რო დააფინანსა 6- თუ 8 წლის წინ და სტადიონები რო აშენდა, ნორმალური სტადიონები რო არ ქონდა გუნდებს იიისსს???? ეგ დაფინანსება კი არა აუცილებელი პირობების შექმნა იყო საარსებოდ!!!
განსავითარებლად კიდე რაღა ვთქვა მთელი ფედერაცის დაფინანსებაზე (33 მლნ ლარი) მეტი მარტო რუსეთის ერთ კლუბს ენისეის აქვს (50 მლნ დოლარი)...
ხოდა გვაქვს კიდეც ის რაც გვაქვს... და ნუღა გვიკვირს მერე ეს შედეგები

18:19 | 23.09.2019
dominici99 (94)

როგორც ყოველთვის, ჰეიგი, მისი კამპანია, სვანიძე, ჩვენი ჟურნალისტები (მცირედის გარდა) ისევ დაწერენ, რომ, მერე რა! რა გინდა მეორე, ტაიმი სულ სხვანაირი იყოო?! მაინტერესებს ერთი, რატომ არ ეკითხებით არავინ, რაღაც კოზირები რო ქონდა დამალული, სად არი? რატო ვერ გამოიყენა? უტიფრობას ხო უნდა ქონდეს საზღვარი?

18:02 | 23.09.2019
krasni (587)

უელსი რა თქმა უნდა მოიგებდა ამ თამაშს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროთ ფავორიტების დარღვევებზე ხშირია თვალის დახუჭვა. პირველი ლელოს დროს ჰაუტიდან მოწოდებული მხტომელმა 9 ნომერს ჩამოუგდო, მან კი წინ პასი გაატანა 13 ნომერს.

18:08 | 23.09.2019
krasni (587)

შემეშალა, მეორე ლელოს დროს, 9-10-ის პასი იყო წინ.

17:45 | 23.09.2019
krasni (587)

რა თქმა უნდა ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ექვსი ერის წლევანდელი გამარჯვებულია უელსი.

21:37 | 23.09.2019
miriani (151)

მაგდენი რომ იცოდნენ და ესმოდეთ, მაშინ ასეთ სირობებსაც ხო არ დაწერდენ )))

17:31 | 23.09.2019
dede (87)

პირველი 20 წუთი ყოველთვის კატასტროფული რატომ გვაქვს?

21:37 | 23.09.2019
miriani (151)

გამოღვიძების წინაეპიზოდია და მიტო ))

17:29 | 23.09.2019
dato2121 (13)

ეს თუ გაუმჯობესებული ხელით თამაშია და საღოლ ძმაო.. სისწრაფე ნოლი, სწრაფი აზროვნება ნოლი, გარემარბები ფაქტიურად არ გვყავს მარტო შტანგები აწევა ძმაო და ფიზიკა ჭიდაობა არ არის ეგ. მოდებაძაეზე უკეთესი 14 ნნომერი თუ აგარ გვყავს და საერთოდ რაზეა ლაპარაკი არ ვერჩი ამ ბიჭს არაფერს მარა უბრალოდ ფიზიკურად შეადრეთ ნებისმიერი მაღალი დონის 14 ნომერს სხვა რამეზე არ არის ლაპარაკი. შერკინება კიდე ამაზე ბევრად ძლიერი გვყავდა ადრე

21:36 | 23.09.2019
miriani (151)

შენ ჩემი ძმა მოდებაძეს რო ეტაკე მათიაშვილი ძაან მოდწონს ეტყობა, თორე დღევანდელ თამაშში მაგაზე სუსტი რგოლი არ ყოფილა არსად... მინიმუმ 2 ლელო მაგის, არც ვიცი რა დავარქვა, თამაშის გამო მივიღეთ..

22:38 | 23.09.2019
ICEMAN (162)

მათიაშვილი დღეს იყო ძალიან სუსტი მაგრამ მათიაშვილი ხანდახან მაინც თამაშობს მაგარ თამაშს ხოლმე ანუ ისეთი ტიპია თუ წაუვიდა თამაში მაგარია, აი მოდებაძე და კვესელავა ფაქტიურად ვერაფერს აკეთებენ თუმცა მთავარი პრობლემა ისაა რომ მათზე უკეთესიც მართლა არავინ გვყავს 11 და 14 ნომერზე

01:39 | 24.09.2019
miriani (151)

შენ თუ დღეს კვესელავაზე არაფერი წაუვიდას ამბობ ძამა, რბილად რო ვთქვათ არ ხარ ობიექტური...არაფერი მასე მთლიან ნაკრებზე ვერ იტყვი არ წაუვიდაო, რაღაცეები მეორე ტაიმში კი წაუვიდათ ძაან დაგვიანებული იყო თორე... )

17:13 | 23.09.2019
player1 (2)

სამწუხაროა მაგრამ ძალიან შორს ვართ ჯერჯერობით 6 ერზე ლაპარაკი უხერხულია და 10 წლის მანწილძეც ეგრე იქნება.. რაც ძლიერი გვქონდა შედარებით სხვასთან შერკინება იყო და მაგაშიც გვათრიეს სინაზე გაბმული ძაღლივით

16:38 | 23.09.2019
federer (17) (469)

ჩვენ მოვუმატეთ თუ უელსი მოეშვა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სამარცხვინო წაგებას გადავრჩით.
წინა მსოფლიოსთან შედარებით ეს გუნდი გაცილებით სუსტია და ჩემი მთავარი საფიქრალი არის არ გავნადგურდეთ ურუგვაის გარდა სხვა გუნდებთან და მოგებაზე საუბარი ზედმეტია.

20:36 | 23.09.2019
ICEMAN (162)

ჩემი აზრით არაა უფრო სუსტი თუმცა პროგრესიც მინიმალურია. წინა მსოფლიოსთან შედარებით შერკინების სასტარტო შემადგენლობა ოდნავ სუსტია თუმცა მარქაფა ბევრად ძლიერია ვიდრე წინაზე ანუ მთლიანობაში შერკინება ოდნავ უკეთესია ვიდრე წინაზე (თუმცა ეს ჰეიგზე მეტად იმის დამსახურებაა რომ რაგბი უფრო მასობრივი ხდება ჩვენთან), რაც შეეხება უკანა ხაზს აქ აშკარად უკეთესობაა 9 და 10 ნომრის პოზიციაზე. ანუ რეალურად ესაა განსხვავება და სხვა ყველაფერი ისევ იმ დონეზეა რაც წინა მსოფლიოზე იყო

0.125339