უცხოური

11:33 | 22.09.2019 | ნანახია 1487 - ჯერ

იტალიამ ნამიბია დაამარცხა (+VIDEO)

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე B ჯგუფში მეორე შეხვედრა გაიმართა და იტალიამ ნამიბიასთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში ფავორიტი "აძური" იყო, თუმცა პირველი ლელო ნამიბიამ დადო - დამიან სტივენსმა მეხუთე წუთზე გამოიჩინა თავი და გარდასახვა კლივენ ლუბსერმა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ უპირატესობა იტალიამ იგდო ხელთ - 25-ე წუთზე ტომაზო ალანმა ლელო დადო და გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს ტიტო ტებალდიმ ლელოთი იტალია კიდევ უფრო დააწინაურა.

მეორე ტაიმში 43-ე და 46-ე წუთზე ედოარდო პადოვანიმ და კარლო კანამ მიითვალეს ლელოები. 56-ე წუთზე ნამიბიამ ანგარიშის შემცირება შეძლო - თავი გრეილინგმა გამოიჩინა. მატჩის მიწურულს ჯაკე პოლედრიმ (69წ) და მატეო მინოციმ (75წ) ნამიბია დაალელოეს, ხოლო ნამიბიის მხრიდან ჩად პლატომ (80წ) გამოიჩინა თავი. საბოლოოდ იტალიამ 47:22 მოიგო და პრემიალური ქულაც აიღო.

B ჯგუფში იტალია ხუთი ქულით გალიდერდა, ხოლო მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა ოთხი ქულით. მომდევნო მატჩს "აძური" 26 სექტემბერს კანადასთან გამართავს, ხოლო ნამიბია 28 სექტემბერს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:23 | 22.09.2019
გუგა80 (177)

ფუ ამათი ოზი დედა მოვდღან!
როგორ ყველაფერში უმართლებთ ამ ღლისშვილებს.
ორი უტრუხესი გუნდი ყავთ ჯგუფში და მაგათ მოუგებენ პრემილურებით ამაში ჯიში მოვდღან!

0.080557