ბორჯღალოსნები

18:59 | 11.09.2019 | ნანახია 1548 - ჯერ

მათიაშვილი კვირის სიმბოლურში

ბორჯღალოსანი ფულბეკი სოსო მათიაშვილი, ავტორიტეტულმა Ultimaterugby-მ კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ის ერთადერთი წარმომადგენელია "მეორე დონის" ქვეყნებიდან. გამოცემა წერს - „მათიაშვილი გამორჩეული იყო შოტლანდიასთან მატჩში. მან 11 მცველი ჩამოიცილა და ბურთით ხელში 80-ზე მეტი მეტრი გაიარა“.

სიმბოლურშია ჩვენი მეტოქის მგეზავი ადამ ჰეისთინგსი. სულ სიმბოლურში 3-3 ინგლისელი, ახალ ზელანდიელი და ირლანდიელი, ორ-ორი სამხრეთ აფრიკელი და ავსტრალიელი და თითო-თითო ქართველი და შოტლანდიელი მოხვდნენ.

მათიაშვილს ბორჯღალოსანთა კვართით 19-ჯერ უთამაშია და მის ანგარიშზე 135 ქულაა.

RUGBY.GE


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:48 | 13.09.2019
krasni (587)

თუ სოსო მეტი გაბედული იქნება და მიყოლაც ნორმალული ეყოლება, ბევრს დავამწუხრებთ. დაცვაში კი აქვს მოსამატებელი.

08:09 | 12.09.2019
ogafa (407)

საქართველო

19:48 | 11.09.2019
dominici99 (94)

საღოლ, სოსო! ეს ერთი და სხვა მრავალი! განსაკუთრებით მსოფლიოზე და განსაკუთრებით მოგებულ მატჩებში!

0.104764