ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართული მატჩი (9:36) შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ისაა, რაც საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ესაჭიროება.
„ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა. მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა“ - თქვა ჰეიგმა.
ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:
„გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება. მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე“.
2019 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებმა სამი მოსამზადებელი მატჩი გამართეს - პრო 14-ის სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზ ‘საუზერნ კინგსთან’ და ორი შოტლანდიის ნაკრებთან.
გუნდი შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიდის, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება, ხოლო ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავს; 29 სექტემბერს ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ვხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან ჯახით ვასრულებთ.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეც ასეეე გამოჟონაააა stripslashes((strlen('https://popsport.com/article/15425-kartuli-ragbi-amas-veghar-gaudzlebs-dapirispireba-ragbis-kavshirshi?fbclid=IwAR3sHp2jClgMJNcis-ttXWTUMPwc61tAntWdi4BgNXsbtFKWuU2MlNTOk1c')>0?' https://popsport.com/article/15425-kartuli-ragbi-amas-veghar-gaudzlebs-dapirispireba-ragbis-kavshirshi?fbclid=IwAR3sHp2jClgMJNcis-ttXWTUMPwc61tAntWdi4BgNXsbtFKWuU2MlNTOk1c':' https://popsport.com/article/15425-kartuli-ragbi-amas-veghar-gaudzlebs-dapirispireba-ragbis-kavshirshi?fbclid=IwAR3sHp2jClgMJNcis-ttXWTUMPwc61tAntWdi4BgNXsbtFKWuU2MlNTOk1c'))
განვითარებისთვის ფრანჩაიზზეე
ფრანჩაიზზე საუბრები ინტენსიური უნდა გახდეს ქართულ სარაგბო თემში.
ოღონდ ფულის ამბავია და ბიძინა რამდენად დააფინანსებს არ ვიცი. ეგ 8 წელია სხვა ფრანჩაიზში ხარჯავს მაყუთს, "ქართული ოცნება" რომ ჰქვია მაგრამ ჩემიიიი ყ*ე - შედეგები არ აქვთ
რაც ბაზები გვაქვს ამჟამად ვისი დაფინანსებულია?
მაგისი დიდი მადლობა ბატონ ბიძინის !!!
მაგრამ ამ მადლიერების სანაცვლოდ რა მიაქვს და რად გვაქცევს, ვაი რომ არ ვიცით...
თანაც მარტო ბაზები რა ბედენაა ? ფრანჩაიზის დაფინანსება ხო სწორედ იმ შედეგის ნახვა იქნებოდა, რაც კარგ ბაზებს მოაქვს ? ასე რომ, მადლზე მარილის მოყრაა საჭირო.