ქართველი გულშემატკივარი სანდრო დათიშვილი თბილისიდან ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა. 25 წლის სანდროს, აქამდე არასდროს უმოგზაურია ველოსიპედით, მაგრამ გადაწყვიტა, რომ შოტლანდია - საქართველოს სარაგბო მატჩს დასწრებოდა და თან საქართველოც გაეცნო ევროპისთვის. მთლიანობაში კი 5 358 კმ-ის მანძილი დაფარა.
„საქართველოში რაგბი ძალიან პოპულარული სპორტია, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართველები ნამდვილად ვერ ქომაგობენ საქართველოს. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ყველგან შეგვიძლია და ეს იყო დიდი თამაში, მსოფლიო თასის წინ ბოლო“, - ამბობს სანდრო BBC-ისთან.
სანდრომ თბილისი 1 ივნისს დატოვა და დანიშნულების ადგილზე, ედინბურგში თამაშამდე 2 დღით ადრე, 4 სექტემბერს ჩავიდა. დღეში საშუალოდ 120 კმ-ის ფარავდადა იმოგზაურა თურქეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და ავსტრიის გავლით. ღამეს უმეტესად კარავში ატარებდა და დიდ ქალაქებში რამდენიმე დღის განმავლობაში ჩერდებოდა.
გერმანიაში ჩასვლის შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში შესასვლელი ვიზაც მიიღო. მერე კი საფრანგეთში შევიდა, საიდანაც ლონდონში, ლონდონის გავლით კი ედინბურგში აღმოჩნდა.
მისი მეგობარი დაჩი ხუციშვილი, რომელიც ედინბურგში სწავლობს, ამბობს, რომ ეს დიდი მიღწევაა:
„მან იფიქრა, რომ თვითმფრინავით ჩამოსვლა მეტისმეტად მარტივი იქნებოდა და სურდა უფრო მეტის გაკეთება, რათა გუნდის მხარდაჭერა უფრო გაეძლიერებინა. როდესაც ჩამოვიდა, პირველი რაც თქვა ეს იყო: „შხაპი მინდა“. სანდრო ვერ იჯერებდა, თუ რამდენი ქართული დროშა ვნახეთ აქ. ეს ორი პატარა ქვეყანაა, დიდი კულტურით და ტრადიციებით“, - აღნიშნა დაჩიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან 9:36 წააგო და მსოფლიო თასის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. იაპონიაში კი სადებიუტო თამაშს 23 სექტემბერს, უელსთან გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე ჯიგარო, მაგრამ თამაშის ყურებისას ერთხელ მაინც არ გაიფიქრე - რისთვის ვიჭეჭყავდი სამი თვე ყვ***ბსო ?
შენ გაიხარე კაი საქმეში კი გამაცინე. მოფიქრებების მინისტრად გნიშნავ ყვ,&,ის მოჭყაპვა საიდან მოიფიქრე
:-))))))
ზოგს რა .... უცნაური პრობლემები აქვს )))
ადამიანმა თუ მოინდომა . .